საქართველოს პარლამენტის
ადამიანის უფლებათა
დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციისა და იურიდიულ
საკითხთა კომიტეტების
ერთობლივ სხდომაზე
განხილულ იქნა
სტრასბურგის სასამართლოსა
და გაეროს კომიტეტების
მიერ საქართველოს მიმართ
გამოტანილი საქმეების
აღსრულების მდგომარეობის
შესახებ
ანგარიშები.ანგარიშები
იუსტიციის მინისტრის
მოადგილემ, ბექა
ძამაშვილმა
წარადგინა."აღინიშნა, რომ
ევროპული სასამართლოს
სტატისტიკის თანახმად,
მკვეთრად შემცირდა
საქართველოს წინააღმდეგ
არსებული საქმეების
საერთო რაოდენობა. 2025 წლის
მდგომარეობით, 2011 წელთან
შედარებით, სტრასბურგის
სასამართლოში საქართველოს
წინააღმდეგ მიმდინარე
საქმეების რაოდენობა 94%-ით
შემცირდა. ამასთან, 2012 წლის
შემდეგ სტრასბურგის
სასამართლოს საქართველოს
პენიტენციური სისტემიდან
გაგზავნილი არცერთი საქმე
უცნია დასაშვებად.ევროპულ
სასამართლოში საჩივრების
მკვეთრი კლება
საქართველოს ხელისუფლების
მიერ ბოლო წლებში
ადამიანის უფლებების
დაცვისა და
მართლმსაჯულების სფეროში
განხორციელებული
მასშტაბური რეფორმების
შედეგია, რის შედეგადაც
საქართველოს მოქალაქეებს
საკუთარი უფლებების
ეფექტიანი დაცვა ქვეყნის
შიგნითაც შეუძლიათ.
ყურადღება გამახვილდა, რომ
სტრასბურგის სასამართლოს
მიერ გამოტანილი 118
აღსრულებული საქმიდან, 85% 2013
წლის შემდეგ
აღსრულდა.მინისტრის
მოადგილემ აღნიშნა, რომ
საქართველოს გამარჯვებით
დასრულდა 2008 წლის ომთან და
განგრძობად ოკუპაციასთან
დაკავშირებული ყველა
საქმე, რის შემდეგაც
რუსეთის ფედერაციის
წინააღმდეგ
გადაწყვეტილებების
აღსრულება ევროპის საბჭოს
მინისტრთა კომიტეტის
ფარგლებში
მიმდინარეობს.საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის
შესაბამისად, ადამიანის
უფლებათა ევროპული
სასამართლოსა და გაეროს
კომიტეტების მიერ
საქართველოს მიმართ
გამოტანილი საქმეების
აღსრულების მდგომარეობის
შესახებ ანგარიშები
იუსტიციის სამინისტროს
მიერ ყოველწლიურად
წარედგინება პარლამენტს", -
აღნიშნულია უწყების მიერ
გავრცელებულ
ინფორმაციაში.