
სახელმწიფოს 1 თვეში 18 მლნ-ის ჯარიმა არ ამოუღია. ამის შესახებ იურისტი თამთა კახიძე სოციალურ ქსელში წერს. ინტერესების დამცველი განმარტავს, რომ მაქსიმუმ, რისი ამოღებაც სახელმწიფომ აქტივისტებისგან 1 თვეში შეძლო, 458 313 ლარია, ამის მიზეზი კი ის არის, რომ სისტემა გადატვირთული და გაჭედილია.
ამასთან, კახიძე მოქალაქეებს ეუბნება, რომ ანიშნულის მიუხედავდა, მოდუნების ფუფუნება არავის აქვს და მოუწოდებს საქველმოქმედო ფონდებსაც, როცა ამის საჭიროება დადგება, დაჯარიმებულებს ჯარიმების გადახდაში დაეხმარნონ.
იურისტი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, საზოგადოებას სწორი ინფორმაცია ჰქონდეს.
სახელმწიფოს ჩვენგან ჯარიმებით 1 თვეში 18 მილიონი არ ამოუღია.
რატომ და როგორ:
ქვემოთ მოცემულ სქრინზე არის ინფორმაცია, მაქსიმუმ რისი ამოღებაც შეძლო სახელმწიფომ აქტივისტებისგან 1 თვეში, ანუ 1 იანვრიდან 31 იავრის ჩათვლით. ეს თანხა არის 458 313 ლარი, ანუ ნახევარი მილიონი ლარიც ვერა (ესეც არ არის ზუსტი რიცხვი, ამ ტიპის ჯარიმებში „აქციის მუხლების“ გარდა სხვა სამართალდარღვევებიც შედის, ამიტომ შესაძლოა ამაზე ცოტაც იყოს დემონსტრანტების ჯარიმების წილი).
რა 18 მილიონი?! მეგობრებო, ნახევარი მილიონის ამოღებასაც ვერ ახერხებს სახელმწიფო 1 თვეში, რადგან არის გაჭედილი, გადატვირთული, ნელი. ჯარიმებს თავს და ბოლოს ვერ უგებენ. ვის, სად და როდის იბარებენ თვითონაც არ იციან. პროცესებს ნიშნავენ და ამთავრებენ გვიან და დასრულებულ პროცესებზეც დადგენილებებს (ანუ როცა გადახდის ვადა ეწყება დაჯარიმებულს) აბარებენ გვიან.
რა 18 მილიონი?! 18 მილიონი ამ ტიპის ჯარიმებზე ერთ წელშიც არ აქვს სახელმწიფოს ამოღებული ხალხისგან, ანუ ვერც უახლოვდება ამ რიცხვს. წლიური რიცხვი არის დაახლოებით 6 მილიონამდე.
ეს, ცხადია, არ ნიშნავს, რომ მოდუნების ფუფუნება გვაქვს. ვისაც შეუძლია, განსაკუთრებით ბიზნესებს, ყველამ უნდა ჩარიცხოს ფული ფონდებში, რომ არავის არ მოუწიოს ამხელა ფინანსების გაღება საკუთარი ჯიბიდან, როდესაც ამის დრო მოვა. უბრალოდ იმაზე მეტად არ უნდა დავითრგუნოთ თავები, ვიდრე რეალობა გვიდგას და ინფორმაციაც ჯობს სწორი გვქონდეს, – წერს კახიძე.