იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის 4 წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატურებს მხარი დაუჭირა

Primetime.ge 2 თვის წინ 62
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის 4 წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატურებს მხარი დაუჭირა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 4 წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ გიორგი ძაგანიას, გიორგი ჭიქაბერიძის, დიმიტრი ჯავახაძისა და გიორგი ჯავახიშვილის კანდიდატურებს მხარი დაუჭირა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.კენჭისყრამდე, კანდიდატებმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხეს, მათ შორის, 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.ცენტრალური საარჩევნო კომისიის 4 წევრის თანამდებობებზე კანდიდატები საკონკურსო კომისიამ შეარჩია და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს წარუდგინა.
სრულად წაიკითხეთ სტატია