იურიდიულ საკითხთა
კომიტეტმა პირველი
მოსმენით, დაჩქარებული
წესით „საარჩევნო
კოდექსში“ შესატანი
ცვლილება
განიხილა.კანონპროექტის
თანახმად, თვითმმართველი
თემის საკრებულო
დაკომპლექტდება
პროპორციული საარჩევნო
სისტემით არჩეული 15
წევრისა და შესაბამის
ტერიტორიაზე არსებული
ყველა დასახლებიდან
(სოფლიდან, დაბიდან,
ქალაქიდან), რომლებიც შედის
ამ თვითმმართველი თემის
შემადგენლობაში,
მაჟორიტარული საარჩევნო
სისტემით არჩეული თითო
წევრისაგან.პროექტის
მიხედვით, თვითმმართველი
თემის ადმინისტრაციულ
ცენტრში, სადაც
ამომრჩეველთა რაოდენობა 4
000-ზე მეტია, მაგრამ 10 000-ს არ
აღემატება, მაჟორიტარული
საარჩევნო სისტემით
აირჩევა საკრებულოს 2
წევრი; სადაც ამომრჩეველთა
რაოდენობა 10 000-ზე მეტია,
მაგრამ 20 000-ს არ აღემატება,
მაჟორიტარული საარჩევნო
სისტემით აირჩევა
საკრებულოს 3 წევრი; სადაც
ამომრჩეველთა რაოდენობა 20
000-ზე მეტია, მაგრამ 35 000-ს არ
აღემატება აირჩევა -
საკრებულოს 4 წევრი; სადაც
ამომრჩეველთა რაოდენობა 35
000-ზე მეტია - აირჩევა
საკრებულოს 5
წევრი.განსხვავებულად
დაკომპლექტდება ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტის
საკრებულო, კერძოდ,
თბილისის საკრებულო
შედგება 50 წევრისაგან,
რომელთაგან 25 წევრი
აირჩევა ადგილობრივი
ერთმანდატიანი
მაჟორიტარული საარჩევნო
ოლქების ტერიტორიაზე, ხოლო
25 წევრი – პროპორციული
წესით ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის მთელ
ტერიტორიაზე.როგორც
პროექტის ერთ-ერთმა
ინიციატორმა, გივი
მიქანაძემ განაცხადა,
წარდგენილი ცვლილების
მიღების შემთხვევაში
აღდგენილი იქნება 2017 წლის
მდგომარეობით არსებული
დებულებები.„ცვლილებების
მიზანია იმ რეალობის
აღდგენა, რაც მოქალაქეებს
გაუჩენს განცდას, რომ მათ
ჰყავთ წარმომადგენელი
ადგილობრივ
თვითმმართველობაში ისე,
რომ მათი ინტერესები და
მათი ხმა მაქსიმალურად
გაგონილია“, - აღნიშნა გივი
მიქანაძემ.ორგანული
კანონის პროექტის
ინიციატორები არიან
პარლამენტის წევრები: გივი
მიქანაძე, ნიკა ელისაშვილი,
დიმიტრი სამხარაძე, ანზორ
ბოლქვაძე, ზვიად
შალამბერიძე, ვლადიმერ
ბოჟაძე და ირაკლი
ქადაგიშვილი.