იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით განსახილველი კანონპროექტები მეორე მოსმენით განიხილა

Primetime.ge 2 თვის წინ 36
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით განსახილველი კანონპროექტები მეორე მოსმენით განიხილა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით განსახილველი კანონპროექტები მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით, განიხილა და მხარი დაუჭირა.კანონპროექტით, „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე (ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების ანდა სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება) და 330-ე (სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება ტერორისტული მიზნით) მუხლებს ემატება შენიშვნა, რომლის მიხედვითაც, ზემოხსენებული მუხლების მიზნებისათვის, სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებით ზუსტდება საჯარო დაწესებულებაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთან, საჯარო დაწესებულებაში საქართველოს სახელმწიფო ენის ცოდნასთან და 18 წლის ასაკის ქონის მოთხოვნებთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები. გარდა ამისა, კანონპროექტი შეიცავს გარდამავალ დებულებას, რომლითაც წესრიგდება გარდამავალ პერიოდში არსებული რიგი სამართლებრივი ურთიერთობები.სხდომაზე განიხილეს ცხრა კანონპროექტისგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტი, კერძოდ,  „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება, თანმდევ პროექტებთან ერთად.ცვლილებების თანახმად: იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები;  ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს ემატება ახალი გარემოებები; ზუსტდება ვადა, რომლის გასვლის შემდეგ პირი ითვლება ადმინისტრაციულ სახდელდაუდებლად; ზუსტდება წვრილმანი ხულიგნობის ქმედების შემადგენლობა და სახდელთა ზომები; იცვლება ვანდალიზმთან დაკავშირებული სახდელთა ზომები; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით; ზუსტდება შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევისათვის ქმედების შემადგენლობები და იცვლება მათთვის განსაზღვრული სახდელთა ზომები.ამასთანავე: განისაზღვრება სპონტანური შეკრება/მანიფესტაციის ცნება; რეგულირდება დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟის საკითხები;  იკრძალება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება დახურულ სივრცეში/შენობაში, მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე; იკრძალება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალების, ხიდების, გვირაბების, ესტაკადების, მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო კვანძებისა და რკინიგზის ბლოკირება.
სრულად წაიკითხეთ სტატია