იუნკრების თავგანწირვა და მტრისათვის გაწეული წინააღმდეგობა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის ერთ-ერთი საამაყო მაგალითია. მათი გმირობა მუდამ დარჩება საქართველოს ისტორიაში - ირაკლი ჩიქოვანი

Primetime.ge 4 საათი წინ 13
იუნკრების თავგანწირვა და მტრისათვის გაწეული წინააღმდეგობა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის ერთ-ერთი საამაყო მაგალითია. მათი გმირობა მუდამ დარჩება საქართველოს ისტორიაში - ირაკლი ჩიქოვანი
იუნკრების თავგანწირვა და მტრისათვის გაწეული წინააღმდეგობა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის ერთ-ერთი საამაყო მაგალითია, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი.როგორც ირაკლი ჩიქოვანი აღნიშნავს, მათი გმირობა მუდამ დარჩება საქართველოს ისტორიაში, რომლის სულისკვეთებითაც მომავალი თაობები გაიზრდებიან.„დღეს კიდევ ერთხელ გავიხსენეთ 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპული იუნკრები. მათმა თავგანწირულმა ბრძოლამ წითელ არმიას პოზიციები არაერთხელ დაათმობინა და უკან დაახევინა. იუნკრების თავგანწირვა და მტრისათვის გაწეული წინააღმდეგობა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის ერთ-ერთი საამაყო მაგალითია. მათი გმირობა მუდამ დარჩება საქართველოს ისტორიაში, რომლის სულისკვეთებითაც მომავალი თაობები გაიზრდებიან“, - წერს იგი.ირაკლი ჩიქოვანი იუნკრების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტ, მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილთან, დედაქალაქის მერ, კახა კალაძესთან, თავდაცვის ძალების მეთაურ, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
სრულად წაიკითხეთ სტატია