იტალიაში, მარინა დი მასას
სანაპიროზე სატვირთო გემი
Guang Rong-ი ჩაიძირა, რომლის
ეკიპაჟის წევრები
უკრაინელები არიან.
უამინდობის გამო, გემი
სანაპიროზე მდებარე პირსს
შეეჯახა და გადაყირავდა.
ინფორმაციას იტალიური
გაზეთი პ-ი
ავრცელებს.მაშველებმა
ეკიპაჟის წევრების
ევაკუაცია ვერტმფრენით
განახორციელეს. როგორც
ცნობილია, 103-მეტრიან გემს
ხრეში გადაჰქონდა, თუმცა
ძირითად საფრთხეს ის
საწვავი წარმოადგენს,
რომელიც გემზე იყო და
შესაძლოა წყალში
მოხვდეს.ამ დროისთვის
ექსპერტები შემთხვევის
ადგილს სწავლობენ. როგორც
მედია იტყობინება,
სანაპიროზე საწვავის
მძაფრი სუნი დგას.