დღეს გიამბობთ ისტორიას, რომელიც 69 წლის ქალბატონს, ირა სოფრომაძეს გადახდა. იგი წლებია იტალიაში ემიგრაციაშია.
საიდუმლო ნამდვილად არ არის, რომ საქართველოში, ადამიანების გარკვეული ნაწილი თვლის, რომ მკურნალობა საზღვარგარეთ სჯობს. „ალია“ ახლა გიამბობთ ამბავს, როგორ ჩამოდიოდა ემიგრანტი იტალიიდან საქართველოში სამკურნალოდ.
იგი გვიყვება, რომ წლების მანძილზე იტალიაში ვერ იგებდნენ რა სჭირდა – სხვადასხვა მედიკამენტებს უნიშნავდნენ, თუმცა ჯანმრთელობა არ უმჯობესდებოდა, პირიქით, მდგომარეობა მძიმდებოდა და საბოლოოდ ირა იმ მძიმე და აუტანელი ფიქრით ჩამოვიდა სამშობლოში, რომ მას შესაძლოა სიმსივნე ჰქონდა.
ირა სოფრომაძე:
–ორჯერ მომიწია იტალიიდან საქართველოში ჩამოსვლა სამკურნალოდ. პირველად, რამდენიმე წლის წინ გულის პრობლემების გამო. მირჩიეს, ნიუ ჰოსპიტალსისთვის მიმემართა და ასე გავიცანი კარდიოლოგი, არითმოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი – ზვიად მათოშვილი. დღემდე უსაზღვროდ მადლიერი ვარ მისი. ჩემი გული რომ ძგერს ახლა, მისი დამსახურებაა. როგორც მერე გავიგე 4 000–ზე მეტი იმპლანტაცია/აბლაციის ოპერაცია აქვს ჩატარებული და ევროპის გულის რითმის ასოციაციის (EHRA) პირველი და ერთადერთი სრულად სერტიფიცირებული სპეციალისტია როგორც საქართველოში ასევე, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. არაერთი ევროპული კლინიკა ინატრებდა ასეთ კარგ სპეციალისტს და უსაზღვროდ მიხარია, რომ სწორედ ჩვენს სამშობლოში არჩია მუშაობა.
2021 წელს უეცრად დამეწყო მუცლის და გულის ტკივილი, ცხადია ყველაზე მეტად გულის შეტევის შემეშინდა, რადგან გულზე უკვე ვიყავი ნაოპერაციები. გავიკეთე კვლევები, დავუკავშირდი ნიუ ჰოსპიტალსში ისევ ზვიად მათოშვილს და აქვე მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ რამდენი წელიც არ უნდა იყოს გასული ოპერაციიდან, რამდენი ოპერაციაც არ უნდა გააკეთოს, მას ყველა პაციენტი ახსოვს, ყურადღებას და გულისხმიერებას არავის აკლებს. ბატონმა ზვიადმა, კვლევებიდან გამომდინარე, გამორიცხა გული და მითხრა, რომ შემეძლო ამ კუთხით, მშვიდად ვყოფილიყავი.
გავაგრძელე მუცლის გამოკვლევები, ჩავიტარე არაერთი კვლევა და თან არაერთხელ. იტალიაში მეუბნებოდნენ, რომ კუჭ-ნაწლავის პრობლემა მქონდა, თუმცა, კონკრეტული დიაგნოზი ვერა და ვერ დამისვეს. მინიშნავდნენ სხვადასხვა დროს სხვადასხვა მედიკამენტებს, თუმცა უკეთესობა არ მქონდა. ბოლოს უკვე სასოწარკვეთილი ვიყავი, ვფიქრობდი, რომ სიმსივნე მაქვს და მაგიტომაც ვერ ხერხდება ჩემი გამოჯანმრთელება. ოჯახში, სადაც ვმუშაობდი, მოყოლილი მქონდა, როგორ გადამარჩინა ქართველმა ექიმმა, როცა გულის პრობლემები მქონდა და როცა ძალიან დამიმძიმდა მდგომარეობა, იტალიელებმა მითხრეს, ისეთი ისტორია გვიამბე ქართველ ექიმებზე, სჯობს ახლაც ჩახვიდე და ისევ იმათ მიმართო დასახმარებლადო.
ჩამოვედი საქართველოში, უკვე აღარავისთვის მითხოვია კლინიკის არჩევაში დახმარება, პირდაპირ ნიუ ჰოსპიტალსს მივაკითხე. ვიყავი დათრგუნული, შეშინებული, დარწმუნებული ვიყავი უკვე, რომ ნამდვილად სიმსივნე მაქვს და ვითხოვდი ენდოსკოპიასთან ერთად, ბიოფსიაც გაკეთებულიყო. გეცოდინებათ, მედიცინა და თანამედროვე ტექნოლოგიები ისე განვითარდა, დღეს გარდა იმისა, რომ ენდოსკოპიური კვლევა სრულიად უმტკივნეულოა, ბიოფსიის გაკეთებაც შესაძლებელია კვლევის პროცესშივე.
ექიმი ენდოსკოპისტი, ზანდა კუტივაძე გახლდათ. ვიცოდი, რომ პროფესიონალია, მასზე მსმენია, არაერთ ადამიანს დახმარებია. პაციენტისთვის პროფესიონალი ექიმი დიდი ფუფუნებაა, მაგრამ ბევრად დიდი ფუფუნებაა, როცა ექიმმა იცის კომუნიკაცია, მოსმენა, გვერდით დგომა. ემოციური ადამიანი ვარ, ცოტა არ იყოს, მეშინოდა კვლევის ჩატარება, პასუხებისაც მეშინოდა. არასოდეს დამავიწყდება როგორ მამხნევებდა და კვლევის დაწყებისას. იშვიათად მინახავს ექიმი, რომელსაც ესმის, რას ნიშნავს პაციენტისთვის მორალური გვერდში დგომა და გამხნევება და ისეთი სასიამოვნო იყო.
კვლევა რომ დასრულდა, ქალბატონმა ზანდამ მითხრა, რომ ბიოფსიის საჭიროებას პირადად ის ვერც კი ხედავდა, მაგრამ რაკი დაჟინებით ვითხოვდი ცხადია ჩატარდა. დარწმუნებით მითხრა, რომ ბიოფსიის პასუხი უარყოფითი იქნებოდა და რომ სიმსივნე არ მქონდა. მეტიც, მითხრა, რომ ის სიმპტომები, რომლებიც მაქვს ვერ იქნება კუჭიდან და ნაწლავებიდან გამოწვეული.
მართლაც, ასეთი პასუხი მივიღე. იშვიათია ექიმი, რომელმაც ასე ზუსტად იცის თავისი საქმე და ერთი შეხედვითაც შეუძლია დაავადების ცოდნა. რომ არა ზანდა ექიმი, რამდენი წელი ვიმკურნალებდი კიდევ კუჭსა და ნაწლავზე. საბოლოოდ, სულ სხვა დაავადება აღმომაჩნდა, სულ სხვა ორგანოზე და ახლა დიაგნოზის მიხედვით ვმკურნალობ.
ჩემი რამდენიმეწლიანი გაურკვეველი მდგომარეობა და ტანჯვა, დასრულდა. ბევრი შემიძლია იმაზე ვისაუბრო, როგორი ძლიერი და კარგი გუნდი ჰყავს კლინიკას, რამდენად კარგი, თანამედროვე აპარატურით ხდება კვლევა, თუ მკურნალობა, როგორი სისუფთავეა მთელ კლინიკაში, მაგრამ იმაზე დიდ და მთავარს ვერაფერს ვიტყვი, რომ ქართველმა ექიმებმა უკვე მეორედ გადაარჩინეს ჩემი სიცოცხლე.
მინდა გითხრათ, რომ ქართველ ექიმებს მადლიერების ტაში ნამდვილად აკლიათ, ამიტომაც, მინდა, ჩემი მხურვალე ტაში მივუძღვნა და გავაგონო ექიმთა იმ გუნდს, რომლის გამოც რამდენჯერმე ჩამოვედი იტალიიდან სამკურნალოდ და რომლებმაც, არც ერთხელ გამიცრუეს იმედი.
გისურვებთ ყველას ჯანმრთელობას!
(R)
The post “იტალიიდან ჩამოვდიოდი საქართველოში სამკურნალოდ” – ემიგრანტის საოცარი ისტორია appeared first on .