„ისფედი“ საპარლამენტო არჩევნების შედეგების არგამოქვეყნებით აღიარებს, რომ ცესკო-ს შედეგები ობიექტური და სამართლიანია - რატი იონათამიშვილი

Primetime.ge 2 თვის წინ 15
„ისფედი“ საპარლამენტო არჩევნების შედეგების არგამოქვეყნებით აღიარებს, რომ ცესკო-ს შედეგები ობიექტური და სამართლიანია - რატი იონათამიშვილი
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, „ისფედი“ საპარლამენტო არჩევნების შედეგების არგამოქვეყნებით აღიარებს, რომ ცესკო-ს შედეგები ობიექტური და სამართლიანია.როგორც ჟურნალისტებს იონათამიშვილმა განუცხადა, „ისფედმა“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მიზანმიმართულად იცრუა, რითაც ქვეყანაში პოლარიზაციის გაღრმავებას ხელი შეუწყო და ახლა პარალელური დათვლის შედეგებს არ აქვეყნებს, რაც მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ცესკო-ს მიერ დადებული შედეგები მართალია.„მათ ეს კარგად იციან, მაგრამ ახლა არჩევნების შედეგების გამოქვეყნება არ აწყობთ და პარალელური დათვლის შედეგებს მალავენ, რადგან ერთსა და იმავეს ორჯერ ვერ გააყალბებდნენ. ფაქტობრივად, „ისფედი“ შედეგების არგამოქვეყნებით აღიარებს, რომ ცესკო-ს შედეგები ობიექტური და სამართლიანია. მათი მიზანი და დავალებაა, რომ რაიმენაირად სიმართლე დამალონ და ტყუილის მხარეს დადგნენ. ტყუილის მხარეს მდგომი ენჯეო თუ პოლიტიკური პარტიები მძიმედ დაამთავრებენ“, – აღნიშნავს იონათამიშვილი.
სრულად წაიკითხეთ სტატია