„სამართლიანმა
არჩევნებმა“ გენერალური
პროკურატურისგან მიიღო
წერილი, რომლითაც უწყება
ითხოვს 2024 წლის
საპარლამენტო არჩევნებზე
ხმების პარალელური
დათვლისა და დათვლის
შედეგად მიღებული
დასკვნების ამსახველი
სრული დოკუმენტაციის
გაგზავნას, – ამის შესახებ
„სამართლიანი არჩევნების“
მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაშია
აღნიშნული.როფორც ისფედ-ში
აცხადებენ, წერილის
თანახმად, პროკურატურა ამ
დოკუმენტებს ითხოვს 2024 წლის
საპარლამენტო არჩევნების
სავარაუდო გაყალბების
საქმეზე მიმდინარე
გამოძიების
ფარგლებში.„საზოგადოების
ინფორმირების მიზნით,
გაცნობებთ, რომ
საქართველოს გენერალური
პროკურატურისგან
„სამართლიანმა
არჩევნებმა“ მიიღო წერილი,
რომლითაც უწყება ითხოვს 2024
წლის საპარლამენტო
არჩევნებზე ხმების
პარალელური დათვლისა და
დათვლის შედეგად მიღებული
დასკვნების ამსახველი
სრული დოკუმენტაციის
გაგზავნას. წერილის
თანახმად, პროკურატურა ამ
დოკუმენტებს ითხოვს 2024 წლის
საპარლამენტო არჩევნების
სავარაუდო გაყალბების
საქმეზე მიმდინარე
გამოძიების ფარგლებში.
ორგანიზაცია გააგზავნის
შესაბამის
დოკუმენტაციას“, –
ნათქვამია გავრცელებულ
ინფორმაციაში.