ისრაელში საქართველოს
საელჩო ისრაელის საჰაერო
სივრცის გახსნასთან
დაკავშირებით, ისრაელის
აეროპორტების
ხელმძღვანელობის
განცხადებას
ავრცელებს.„ისრაელის
საჰაერო სივრცის
გახსნასთან დაკავშირებით,
გაზრდილი ინტერესიდან
გამომდინარე, ისრაელის
შიდა ფრონტის სარდლობის
მიერ გაცემული თანხმობის
შედეგად, ისრაელის
აეროპორტების
ხელმძღვანელობა
აცხადებს:ბენ გურიონისა და
ჰაიფას აეროპორტები
უბრუნდებიან სრული
დატვირთვით
ფუნქციონირებას!მოხსნილია
ყველა შეზღუდვა ფრენებისა
და მგზავრების
რაოდენობაზეშეზღუდვა
მოხსნილია აეროპორტში
მგზავრებისა და თანმხლები
პირების რაოდენობაზე
ისრაელის აეროპორტების
ადმინისტრაცია და ბენ
გურიონის აეროპორტი
მჭიდრო კონტაქტში არიან
ყველა ავიაკომპანიასთან,
რათა განაახლონ ფრენების
განრიგი და მაქსიმალურად
დააჩქარონ ჩვეულ რუტინაში
დაბრუნება.საზოგადოებას
ვურჩევთ, თვალი ადევნონ
ავიაკომპანიების
განცხადებებს ფრენების
განრიგის თაობაზე უახლესი
ინფორმაციის მისაღებად“, -
აღნიშნულია გავრცელებულ
განცხადებაში.