ისრაელში, ტერაქტს
ქართველი კაცი, ილია ნოზაძე
ემსხვერპლა.როგორც
„პრაიმტაიმთან“
ემიგრანტმა, დალი გვათუამ
თქვა, მან ილია ორი დღის წინ
ნახა. ილია ნოზაძე,
წარმოშობით, ხაშურიდან
იყო.„უკეთილშობილესი ბიჭი
იყო, 2 დღის წინ ვნახე, ისე
გულიანად მომიკითხა.
მატარებელში ჩაცხრილეს,
სამი ტყვია ესროლეს“,-
ამბობს „პრაიმტაიმთან“
დალი გვათუა. ისრაელის
ტელევიზიამ
გარდაცვლილების ვინაობა
გაასაჯაროვა, სადაც ილიას
ფოტოც ჩანს.