ისრაელის
პრემიერ-მინისტრი
ბენიამინ ნეთანიაჰუ 4
თებერვალს ვაშინგტონში
ჩავა და აშშ-ის
პრეზიდენტთან დონალდ
ტრამპთან მოლაპარაკებებს
გამართავს. ინფორმაციას
ებრაული მედია
ავრცელებს.ნეთანიაჰუ არის
პირველი უცხოელი ლიდერი,
რომელთანაც ტრამპი მისი
მეორე საპრეზიდენტო ვადის
დროს მოლაპარაკებებს
გამართავს, აღნიშნავს
მედია.მანამდე გავრცელდა
ინფორმაცია, რომ 28-29 აპრილს
ტრამპის დაპატიჟებას
პოლონეთი სამი ზღვის
ინიციატივის სამიტზე
აპირებს.