ისრაელი-ჰამასის მოლაპარაკებები ფინალურ ფაზაშია – BBC

News.ge 6 დღის წინ 12
ისრაელი-ჰამასის მოლაპარაკებები ფინალურ ფაზაშია – BBC

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები 90%-ით დასრულებულია, თუმცა რჩება რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც გადაჭრას საჭიროებს, – ამის შესახებ მოლაპარაკებებში ჩართულმა პალესტინელმა მაღალჩინოსანმა „ბიბისის“ განუცხადა.
„ბიბისის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი მთავარი სადავო საკითხია ს სამხედრო ძალების ყოფნა ე.წ. ფილადელფიის კორიდორში – სტრატეგიულად მნიშვნელოვან ზოლში ღაზის სამხრეთით, ეგვიპტის საზღვართან.
პალესტინელი ოფიციალური პირი „ბიბისის“ დოჰაში მიმდინარე მოლაპარაკებების დეტალებზე ესაუბრა, რომელიც მოიცავს ბუფერული ზონის შექმნის შესაძლებლობას ისრაელ-ღაზის საზღვრის გასწვრივ რამდენიმე კილომეტრის სიგანეში. მისი თქმით, ისრაელი ამ ზონაში სამხედრო წარმომადგენლობას შეინარჩუნებს. ამ საკითხების გადაწყვეტის შემთხვევაში, სამეტაპიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რამდენიმე დღეში შეიძლება, გაფორმდეს.
„ბიბისის“ ცნობით, შეთანხმება ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტის პირველ ეტაპზე 20 პალესტინელი პატიმრის გაცვლას თითოეულ გათავისუფლებულ ქალ ჯარისკაცში. პატიმრების ვინაობა ჯერ არ შეთანხმებულა, მაგრამ ისინი შეირჩევიან დაახლოებით 400 პატიმრისგან, რომლებიც ისრაელში 25 წელზე მეტი ვადით იხდიან სასჯელს. სავარაუდოდ, მათ შორის არ იქნება ფათაჰის ლიდერი მარვან ბარღუთი, რომლის გათავისუფლებაზეც ისრაელი, სავარაუდოდ, ვეტოს დაადებს.
ამასთან, როგორც „ბიბისი“ პალესტინელ მაღალჩინოსან წყაროზე დაყრდნობით წერს, ისრაელელი მძევლები ეტაპობრივად გათავისუფლდებიან, რადგან ითვლება, რომ „ჰამასმა“ ჯერ კიდევ არ იცის ზოგიერთი დაკარგული მძევლის ადგილსამყოფელი. ღაზაში დარჩენილი 96 მძევლიდან, ისრაელის ვარაუდით, 62 ჯერ კიდევ ცოცხალია.
ოფიციალური პირის განცხადებით, ღაზელ სამოქალაქო პირებს შეეძლებათ ჩრდილოეთში დაბრუნება ეგვიპტურ-კატარული ზედამხედველობის სისტემით და დღეში დაახლოებით 500 სატვირთო მანქანა შეიტანს ჰუმანიტარულ დახმარებას სექტორში.
სამფაზიანი გეგმის საბოლოო ეტაპზე, რომელიც 14-თვიან ომს დაასრულებს, ღაზას ზედამხედველობას გაუწევს ანკლავის ტექნოკრატების კომიტეტი, რომლებსაც არ ექნებათ წარსულში პოლიტიკური კავშირები, მაგრამ ექნებათ ყველა პალესტინური ფრაქციის მხარდაჭერა.

სრულად წაიკითხეთ სტატია