პარიზში France Football-ის “ოქროს ბურთის” გამარჯვებულის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა – ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო ინდივიდუალური ჯილდო “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველს როდრის გადაეცა.
მეორე ადგილზე ვინისიუსი (რეალი) გავიდა, მესამეზე ჯუდ ბელინგემი (რეალი), მეოთხეზე დანიელ კარვახალი (რეალი), მეხუთეზე კი ერლინ ჰოლანი (მანჩესტერ სიტი).
ღონისძიებას პროტესტის ნიშნად „სამეფო კლუბის“ წარმომადგენლები არ დაესწრნენ, რომლებმაც გაიგეს, რომ საუკეთესოდ ვინისიუსს არ აღიარებდნენ, რასაც ორგანიზატორებმა წარმოუდგენელი საქციელი უწოდეს.
გარდა ამისა, ვინისიუსს ცნობილმა ფეხბურთელებმა კარიმ ბენზემამ (ალ იტიჰადი), ბრუნო გიმარაეშმა (ნიუკასლი), გაბრიელ მაგალაეშმა (არსენალი), რიშარლისონმა (ტოტენჰემი) და სხვა საფეხბურთო ვარსკვლავებმა
სოციალური ქსელის საშუალებით მხარდაჭერა გამოუცხადეს.
“ოქროს ბურთის” დაჯილდოების შემდეგ ვინისიუსმა პირველი განცხადება გააკეთა:
“თუ ამის საჭიროება იქნება, ათჯერ მეტს გავაკეთებ, ისინი მზად არ არიან”, – დაწერა ვინისიუსმა.