ის ცრუ ნარატივი, რომლის დამკვიდრება სცადეს უცხო აქტორების ჩართულობით, თითქოს გამჭვირვალობის კანონი არის ან კოპირებული რუსულიდან, ან სულისკვეთებით რუსული, სტრასბურგის სასამართლომ ეს დეზინფორმაცია მთლიანად დაამსხვრია - შალვა პაპუაშვილი

Primetime.ge 2 თვის წინ 44
ის ცრუ ნარატივი, რომლის დამკვიდრება სცადეს უცხო აქტორების ჩართულობით, თითქოს გამჭვირვალობის კანონი არის ან კოპირებული რუსულიდან, ან სულისკვეთებით რუსული, სტრასბურგის სასამართლომ ეს დეზინფორმაცია მთლიანად დაამსხვრია - შალვა პაპუაშვილი
საქართველოს პარლამენტი არ იღებს ანტიდემოკრატიულ კანონებს, ყოველ შემთხვევაში ეს ჩვენი განზრახვა არ არის, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ „მთავარი არხის“ მიერ დასმულ შეკითხვაზე, ითხოვს თუ არა დასავლეთი ხელისუფლებისგან „რუსული სტილის“, ანტიდემოკრატიულ კანონების გაუქმებას.შალვა პაპუაშვილის თქმით, როდესაც კანონი არ არის თანხვედრაში საქართველოს კონსტიტუციასთან, ასეთ შემთხვევაში, მოქალაქეები დავობენ ამა თუ იმ ნორმასთან დაკავშირებით, რაც დემოკრატიული პროცესის ნაწილია. რაც შეეხება გამჭვირვალობის კანონს, სტრასბურგის სასამართლომ მასზე გავრცელებული დეზინფორმაცია მთლიანად დაამსხვრია.საქართველოს პარლამენტი არ იღებს ანტიდემოკრატიულ კანონებს, ყოველ შემთხვევაში ეს ჩვენი განზრახვა არ არის. რა თქმა უნდა, ზოგიერთი კანონი, შესაძლოა, რაღაც ასპექტში, თანხვედრაში არ იყოს მაგალითად, საქართველოს კონსტიტუციასთან და საქართველოს პარლამენტს წელიწადში 10 სხვადასხვა დავა აქვს საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ჩვენი მოქალაქეები დავობენ ამა თუ იმ ნორმასთან დაკავშირებით, რამდენად შეესაბამება კონსტიტუციას ან არა. არის საკითხები, რომელსაც იგებ საქართველოს პარლამენტი, არის საკითხები, რომელზეც საკონსტიტუციო სასამართლო პარლამენტს მიუთითებს, რომ კორექტივაა შესატანი კანონში, რათა შესაბამისობაში იყოს კონსტიტუციასთან. ეს არის დემოკრატიის ნაწილი. ასევეა, გერმანიაში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში, რომ კანონებს შემდეგ სასამართლო ამოწმებს.გამჭვირვალობის კანონს აქვს ორი ასპექტი: ის ცრუ ნარატივი, რომლის დამკვიდრება სცადეს უცხო აქტორების ჩართულობით, თითქოს ეს კანონი არის ან კოპირებული რუსულიდან, ან სულისკვეთებით რუსული, ან საერთოდ, რაიმე რუ-ზე დაწყებული ტერმინის შეიძლება გამოვიყენოთ ამ კანონთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლომ რამდენიმე დღის წინ ეს დეზინფორმაცია მთლიანად დაამსხვრია და ყველას, ვინც ოდესმე გამოიყენა სიტყვა რუსული ამ კანონთან დაკავშირებით, მატყუარა უწოდა. ზუსტად იქ თქვა, როდის არის ასეთი ტიპის კანონი რუსულის მაგვარი - ექვსი კრიტერიუმი ჩამოწერა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.მისივე თქმით, „ენჯეოები“ დაიმუქრნენ, რომ სტრასბურგში გააგზავნიდნენ სარჩელს, თუმცა დღემდე სარჩელი შეტანილი არ არის. პაპუაშვილის განმარტებით, გამჭვირვალობის კანონით ქართველ ხალხს სურს, იცოდეს უცხოეთიდან შემოსული ფული, სად იხარჯება.
სრულად წაიკითხეთ სტატია