ის ფაქტს, რაც ალბანელმა გულშემატკივარმა იკადრა ალბანეთში მიუღებელია. ჩვენ, ქართველები უდიდესი კულტურის და ტრადიციის ხალხი ვართ და გავცემთ შესაბამის პასუხს ჩვენი ღირსებით და პატივისცემით თუნდაც მათი ჰიმნის მოსმენის დროს - კახა კალაძე

Primetime.ge 2 დღის წინ 9
ის ფაქტს, რაც ალბანელმა გულშემატკივარმა იკადრა ალბანეთში მიუღებელია. ჩვენ, ქართველები უდიდესი კულტურის და ტრადიციის ხალხი ვართ და გავცემთ შესაბამის პასუხს ჩვენი ღირსებით და პატივისცემით თუნდაც მათი ჰიმნის მოსმენის დროს - კახა კალაძე
საქართველო-ალბანეთის საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება. თამაშის ტრანსლირება რესპუბლიკის მოედანზე, სპეციალურად დამონტაჟებულ ეკრანებზე მოხდება. გახანგრძლივებულ რეჟიმში იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.რესპუბლიკის მოედანზე სამზადისს თვალს ადევნებს დედაქალაქის მერი.კახა კალაძემ ალბანეთში გამართულ მატჩზე, ალბანელი გულშემატკივრის უღირს საქციელზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქართველი გულშემატკივარი შეხვდება პატივისცემით და ღირსეულად ალბანეთის ჰიმნს.„ის ფაქტს, რაც ალბანელმა გულშემატკივარმა იკადრა ალბანეთში მიუღებელია. ჩვენ, ქართველები უდიდესი კულტურის და ტრადიციის ხალხი ვართ და გავცემთ შესაბამის პასუხს ჩვენი ღირსებით და პატივისცემით თუნდაც მათი ჰიმნის მოსმენის დროს. ისინი არასწორად მოიქცნენ, უღირსად მოიქცნენ, ჩვენ მათ ვუპასუხებთ ღირსეულად, როგორც შეეფერება ქართველს“, - განაცხადა კახა კალაძემ.ერთა ლიგის B დივიზიონის მეოთხე ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ალბანეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება.
სრულად წაიკითხეთ სტატია