მსოფლიო წესრიგის
დამყარების პროცესში,
საქართველოს აქვს
უნიკალური შანსი, ჩაერთოს
გლობალურ თამაშში, როგორც
სრულფასოვანი მოთამაშე, -
განაცხადა მედიასთან
საუბარში პარლამენტის
წევრმა, ეკა
სეფაშვილმა.მისივე თქმით,
დერეფანი, რომელიც
ევროკავშირს აკავშირებს
ჩინეთთან, გადის
საქართველოზე და სწორედ ამ
გეოგრაფიული ტერიტორიის
კონტროლი სურს ყველა
გლობალურ ძალას.მისივე
თქმით, შუა დერეფანს,
როგორც ჩვენი ქვეყნის
ტერიტორიაზე გამავალ
ციფრულ, ენერგეტიკულ,
სამრეწველო დერეფანს სხვა
რომელიმე გლობალური ძალა
თუ გააკონტროლებს, ითვლება,
რომ ის გააკონტროლებს
ევროკავშირსაც და
ჩინეთსაც.„ახლა
მიმდინარეობს მსოფლიოს
ახალი გადანაწილების
პროცესი. დასრულდა
ერთპოლუსიანი სამყარო და
ახლა პოლუსებს შორის
ძალაუფლებების
გადანაწილება მიდის. ახალი
მსოფლიო წესრიგის
დამყარების პროცესში,
საქართველოს აქვს
უნიკალური შანსი, ჩაერთოს
გლობალურ თამაშში, როგორც
სრულფასოვანი მოთამაშე.
ჩრდილოეთის დერეფანი არ
მუშაობს, სამხრეთით
შეიარაღებული კონფლიქტია
და ერთადერთი დერეფანი,
რომელიც ევროკავშირს
აკავშირებს ჩინეთთან არის,
ის, რომელიც გადის
საქართველოზე. სწორედ ამ
გეოგრაფიული ტერიტორიის
კონტროლი, რა თქმა უნდა,
ყველა გლობალურ ძალას სურს
და სწორედ ამაზე მიდის ახლა
ბრძოლა.საქართველოს
ბრძოლა
დამოუკიდებლობისთვის ახლა
ნიშნავს სწორედ იმას, რომ
ჩვენვე განვაგოთ ჩვენი
ბედი. ის ფაქტი, რომ
საქართველო იქნება შუა
დერეფანი, ნიშნავს იმას,
რომ ევროკავშირს, რომელიც
დაინტერესებულია, ჰქონდეს
აღმოსავლეთთან
ენერგეტიკული, ციფრული,
სამრეწველო და სხვადასხვა
ტიპის კავშირები,
საქართველო არანაკლებ
სჭირდება. ეს დერეფანი მას
აკავშირებს ჩინეთთან და
აღმოსავლეთით მდებარე
სხვა ქვეყნებთან -
ცენტრალური აზიის უამრავ
ქვეყანასთან, რომლებიც
უზარმაზარ სიმდიდრეს
ფლობენ - ოქრო, ხორბალი,
ბამბა, რომლებიც არანაკლებ
სტრატეგიული დანიშნულების
ნედლეულია. ამ ქვეყნების
დამაკავშირებელი, როდესაც
გახდება საქართველო, ეს
იქნება იმის გარანტი, რომ
ეს ქვეყნები იქნებიან
დაინტერესებულნი
საქართველოში მშვიდობის,
უსაფრთხოების და
სტაბილურობის
შენარჩუნებით.საქართველო
ამ პროცესში მონაწილეობს,
როგორც ერთ-ერთი პატარა
ქვეყანა, მაგრამ ჩვენი
სიძლიერე იმაშია, რომ ეს
პატარა ქვეყანა
ხელმძღვანელობს
პრაგმატული მოსაზრებებით,
რაც ქმნის ჩვენს
კონკურენციულ
უპირატესობას. თუ რომელიმე
სხვა გლობალური ძალა
გააკონტროლებს ჩვენი
ქვეყნის ტერიტორიაზე
გამავალ ციფრულ,
ენერგეტიკულ, სამრეწველო
დერეფანს ჩათვალეთ, რომ ის
გააკონტროლებს
ევროკავშირსაც და
ჩინეთსაც. ასე, რომ
საქართველოს ეს უნიკალური
შანსი ჩვენ უნდა
გამოვიყენოთ. საქართველოს
მოსახლეობა ამ ყველაფერს
კარგად აცნობიერებს და
იმიტომაც არის მშვიდობის
მომხრე“, - განაცხადა ეკა
სეფაშვილმა.