მმართველ გუნდში მთავარ
საკანონმდებლო ორგანოსთან
მიმდინარე დემონსტრაციებს
აფასებენ. უმრავლესობის
წევრები ამტკიცებენ, რომ
ოპოზიციას საზოგადოების
მორალური მხარდაჭერა არ
აქვს, რაც ეტაპობრივად
დემონსტრანტების
რაოდენობაშიც
ჩანს."ქართული ოცნების"
განმარტებით, მათი
ოპონენტების სურვილის
მიუხედავად, ისინი
ქვეყანაში მძიმე
პროცესების განვითარების
საშუალებას არ მისცემენ და
სახელმწიფოსა და
მოქალაქეებს
დაიცავენ."აქციაზე
ყოველდღიურად ნაკლები და
ნაკლები ადამიანი გამოდის
და მომავალშიც ასე
გაგრძელება. ამ ლოგიკას
მივყავართ იქით, რომ
მიხვდნენ, რომ მათი
შეცდომები იყო ძალიან დიდი
და ახლა უნდათ, რომ
გარკვეული "ორი გვამის
პრინციპი მინდა," როგორმე
გამოიყენონ. ის, რომ
ოპოზიციას მორალური
მხარდაჭერა არ აქვს, ამაზე
მიანიშნებდა არჩევნების
შემდგომი პერიოდი, როცა
მილევადი იყო მათი აქცია და
თუნდაც ეს ბოლო რადიკალური
პროცესები, რომელიც დღესაც
არის მილევადი", - აცხადებს
გურამ მაჭარაშვილი.