ეს ძალადობა, რაც ვიხილეთ
გუშინ და გუშინწინ, არ
მოხდებოდა, რომ არა გარე
ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა
საქმეებში, - ამის შესახებ
საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ დღევანდელ
პრესკონფერენციაზე
განაცხადა.პრემიერის
თქმით, ქართველი ხალხი
ხედავს, რომ გარედან
ვიღაცას სურს, ხელოვნურად
გახლიჩოს
საზოგადოება.„გაყალბებასთან
დაკავშირებით არავითარი
მტკიცებულება არ არსებობს,
შესაბამისად, რასაც
ვხედავთ, გუშინდელი და
გუშინწინდელი აქციები
არის ამის გაგრძელება.
ვიღაცებს არ სურთ, შეეგუონ
არჩევნებში დამარცხებას,
საუბარია აქ მეხუთე
კოლონაზე, რადიკალურ
ოპოზიციაზე, გარეთ მათ
პატრონებზე და ამის გამო
ძალადობენ და აკეთებენ
იმას, რაც ქართული
კულტურისთვის სრულიად
შეუფერებელია. ეს ძალადობა,
რაც ვიხილეთ გუშინ და
გუშინწინ, არ მოხდებოდა,
რომ არა გარე ჩარევა ჩვენი
ქვეყნის შიდა
საქმეებში.რაც ხდება, ეს არ
არის ქართული
კულტურისთვის შესაფერისი.
ის დაპირისპირება, რაც
არსებობს, რაც ხელოვნურად
ღვივდებოდა ამ სამი წლის
განმავლობაში, არის
მთლიანად გარედან
თავსმოხვეული, უცხოეთიდან
დაფინანსებული. სწორედ
ამიტომ გააპროტესტეს მათ
გამჭვირვალობის შესახებ
კანონი, იმიტომ, რომ
რევოლუციური პროცესები
უნდოდათ, ბუნდოვნად
დაფინანსებულიყო ჩვენს
ქვეყანაში და
გამჭვირვალობის კანონი
გამოაცხადეს რუსულ
კანონად. იმიტომ, რომ რაც
ხდება, ეს ექსტრემიზმი,
სისტემური ძალადობა, უნდა
ყოფილიყო გაუმჭვირვალედ
დაფინანსებული ჩვენს
ქვეყანაში და მესამე
რევოლუციის მცდელობა უნდა
ჰქონოდათ სწორედ ამ შავი
ფულით. ამიტომ
აპროტესტებდნენ ამ კანონს
ჯერ შარშან, მარტში და წელს
ასევე მარტში, აპრილში და
მაისში. საზოგადოების
უმრავლესობა ამ ყველაფერს
აფასებს სათანადოდ და
სწორედ ამის შედეგია ის,
რომ საზოგადოებამ მყარი
ნდობა გამოგვიცხადა 26
ოქტომბრის
არჩევნებში.საზოგადოება
ხედავს, რომ გარედან
ვიღაცას სურს, ხელოვნურად
გახლიჩოს ჩვენი
საზოგადოება. სამი წელია
ამიტომ აკეთებენ ამ
ყველაფერს, ამიტომ არ
მოგვანიჭეს კანდიდატის
სტატუსი, ამიტომ არ
გაგვიხსნეს
მოლაპარაკებები, ამიტომ
მოაწყვეს რევოლუციის ორი
მცდელობა,
დაუპირისპირდნენ კანონს
გამჭვირვალობის შესახებ,
უპირისპირდებიან ლგბტ
პროპაგანდის წინააღმდეგ
კანონს და ა.შ. იმიტომ, რომ
ვიღაცებს უნდათ,
ხელოვნურად გახლიჩონ
საზოგადოება ჩვენს
ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ
ამას არ დავუშვებთ“, -
განაცხადა პრემიერმა.