
ბრაზილიის ქალაქ სან პაულოში მიმდინარე 2025 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე ირმა ხეცურიანმა ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა.
ქართველმა პარასპორტმენმა ნახევარფინალურ შეხვედრაში იტალიელი ჯულია მარკოვსკა 15:5 დაამარცხა, ფინალში კი ბელარუს ანასტასია კასტიუჩკოვას 15:12 სძლია და ტურნირის გამარჯვებული გახდა.