“ირმა გიგანი 18 იანვარი ვატიკანი, კონცერტის დღე – -აუდიენცია რომის პაპთან” – წერს სოციალურ ქსელში ირმა გიგანის დედა, თაკო ჩარკვიანი.
შეგახსენებთ, რომ 18 იანვარს, რომში, ვატიკანის (Vatican City) ორგანიზებით დაგეგმილ საიუბილეო კონცერტზე, რომელიც გაიმართა Sala dei Cento Giorni-ში, საგანგებოდ მიწვეულმა პიანისტმა ირმა გიგანმა სოლო პროგრამის ფარგლებში შეასრულა ბახის, შოპენის და რახმანინოვის ნაწარმოებები.