ტრამპის განკარგულება
პირდაპირ ნიშნავს
დაფინანსების შეჩერებას
არასამთავრობოებისთვის.
ცალსახად, წლების
განმავლობაში რასაც ჩვენ
ვიძახდით, ეს
დაფინანსებები მიდიოდა
არეულობებისთვის, -
განაცხადა გადაცემაში
„დღის ქრონიკა“ ფრაქცია
„ქართული ოცნების“ წევრმა,
ირაკლი ჭეიშვილმა.მან
ამერიკის მთავრობის
გადაწყვეტილება შეაფასა,
რომელიც საგარეო
დაფინანსების დროებით
შეჩერებას ეხება. კითხვაზე,
საქართველოში რევოლუციის
მოწყობის მცდელობებს
შეასუსტებს თუ არა
აღნიშნული, ჭეიშვილმა
განაცხადა, რომ
განკარგულება, რომელიც
ტრამპმა მიიღო, იგივეა,
რასაც ჩვენი ხელისუფლება
წლების განმავლობაში
აცხადებდა.„ბოლო წლები,
რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ
გარე ძალების, მათ შორის
„დიფ სთეითის“ მიერ
ფინანსდებოდა და
რევოლუციის მცდელობების
წახალისება ხდებოდა,
საქართველოში 3 თუ 4
წარუმატებელი რევოლუციის
მცდელობა ჰქონდათ.
ცალსახად იგივე თქვა
დონალდ ტრამპმა, რასაც ჩვენ
ეს წლები ვამბობდით.
აღნიშნული პირდაპირ
ნიშნავს დაფინანსების
შეჩერებას
არასამთავრობოებისთვის.
ცალსახად, წლების
განმავლობაში რასაც ჩვენ
ვიძახდით, ეს
დაფინანსებები მიდიოდა
არეულობებისთვის.
ეროვნული ინტერესები,
ფასეულობები ქვეყნებს,
ვისაც ჰქონდა წინ
წამოწეული, რომ
მაქსიმალურად ჩაეხშოთ,
დაპირისპირებები
მომხდარიყო ერებს შორის და
შესაბამისად, რევოლუციებს
ახალისებდნენ და თავიდან
ბოლომდე
აფინანსებდნენ.განკარგულება,
რაც გამოსცა ბატონმა
ტრამპმა, ზუსტად იმავეს
ამბობს, რაზეც ჩვენ წლების
განმავლობაში
ვსაუბრობდით. სხვა მანდ
არაფერი ყოფილა. გარდა
ამისა, ხედვა, პოლიტიკა
ამერიკის ახლანდელი
ხელისუფლების, მთავრობისა
და ადმინისტრაციის იგივეა,
როგორიც იყო ჩვენი -
ოჯახური ღირებულებების
შესახებ კანონი, რომელიც
ჩვენ მივიღეთ და ამის გამო
დაძაბულობები გვქონდა ე.წ.
პარტნიორებთან,
აბსოლუტურად იმავეს
აცხადებს ტრამპი, იგივე
კანონი მიიღო, რომ არის ორი
სქესი - ქალისა და
მამაკაცის და შესაბამისად,
ქალი არის ქალი, კაცი არის
კაცი და არ არსებობს მესამე
სქესი. ევროპის ბევრი
ლიდერი ამას გვთხოვდა ჩვენ,
რომ კანონი უკან
გაგვეწვია.გადახედეთ
ნებისმიერ ჩვენს პროცესს,
რაც მიმდინარეობს
საქართველოში - აქციები,
შეტევა ქართულ
სახელმწიფოზე, ეკლესიაზე,
ყველაფერ ქართულზე, ოჯახურ
ღირებულებებზე, ანუ ჩვენ
მიერ გატარებულ ნებისმიერ
პოლიტიკაზე. ახლა არიან შავ
დღეში - ტრამპი ზუსტად
იგივე რიტორიკით,
მოწოდებით, კანონებით
უპირისპირდება „გლობალურ
ომის“ პარტიას“, -
განაცხადა
ჭეიშვილმა.აშშ-ის
პრეზიდენტმა, დონალდ
ტრამპმა, საგარეო
დახმარების ყველა
პროგრამის დროებით
შეჩერებას მოაწერა ხელი.
თეთრი სახლის მიერ
გავრცელებული ინფორმაციის
თანახმად, შეერთებული
შტატების საგარეო
დახმარება ხელახლა უნდა
შეფასდეს და გადაჯგუფდეს,
ვინაიდან საგარეო
დახმარების სფერო
ამერიკის ინტერესებთან
თანხვედრაში არ არის.