1 ოქტომბერს ხანდაზმულთა
საერთაშორისო დღე
აღინიშნება.თარიღთან
დაკავშირებით, ჯანდაცვის
მინისტრის მოადგილემ,
ირინე წაქაძემ და
სახელმწიფო ზრუნვისა და
ტრეფიკინგის მსხვერპლთა,
დაზარალებულთა დახმარების
სააგენტოს დირექტორმა,
რუსუდან კოხოძემ თემქის
ხანდაზმულთა პანსიონატის
ბენეფიციარებს,
ხანდაზმულთა საერთაშორისო
დღე მიულოცეს.მინისტრის
მოადგილე და სააგენტოს
ხელმძღვანელი
ბენეფიციარების
საჭიროებებს პირადად
გაეცნენ. როგორც ირინე
წაქაძემ აღნიშნა,
ხანდაზმულთა უფლებების
დაცვა და ღირსეული
სიბერისთვის საჭირო
სერვისების უზრუნველყოფა
სამინისტროს მთავარი
პრიორიტეტია.ხანდაზმულთა
პანსიონატი ბენეფიციართა
სადღეღამისო
მომსახურებას, პირველადი
სამედიცინო მომსახურებით
უზრუნველყოფას,
სამკურნალო-სარეაბილიტაციო
ღონისძიებების გატარებასა
და საჭიროების
შემთხვევაში,
ამბულატორიული და
სტაციონარული სამედიცინო
მომსახურების
ორგანიზებასა
უზრუნველყოფს.