ირინა სარიშვილი: ჯერ იმედს, პოსტტვ-ს და კიდევ რამდენიმე თავის სააგენტოს არეკინეს მუქარის შემცველი შეკითხვებით ვაპირებდი თუ არა ბოდიშის მოხდას

News.ge 2 საათი წინ 1
ირინა სარიშვილი: ჯერ იმედს, პოსტტვ-ს და კიდევ რამდენიმე თავის სააგენტოს არეკინეს მუქარის შემცველი შეკითხვებით ვაპირებდი თუ არა ბოდიშის მოხდას
პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი:
ჯერ იმედს, პოსტტვ-ს და კიდევ რამდენიმე თავის სააგენტოს არეკინეს მუქარის შემცველი შეკითხვებით ვაპირებდი თუ არა ბოდიშის მოხდას ან სტატუსის აღებას – გავუშვი სადაც საჭიროა. მერე ჩემი აქ გამოქვეყნებული პასუხის საპასუხოდ უარესი პასკვილი დაიდო. ამჯერად ტროლები და არა მხოლოდ ტროლები ჩემ გვერდზე და სხვა სიტებზე დასახლდნენ ბინძური კომენტარებით. საქმეში დაზვერვის სამსახურის ოფიცრების ოჯახის წევრებიც კი ჩართეს უცხოეთიდან. ასეთი ორგანიზენული ორკესტრირებული თავდასხმა მაფიქრებინებს რომ წულუკიანზე ჩემი სხვა ჩემ სტატუსებთან შედარებით ყველაზე უწყინარი პოსტი მხოლოდ საბაბია და სინამდვილეში მათი მიზანია ჩემი დემორალიზება, წყობიდან გამოყვანა და ჩამოცილება იმ საქმიდან, რითაც ამჟამად ვარ დაკავებული.
ფაქტია რომ ეს არ გამოსდით და მათ ეს პატარა ბრძოლა ჩემთან პირწმინდად წააგეს, რასაც თვითონაც ხედავენ აქაც – სოციალურ ქსელში და ქუჩებშიც, სადაც მუდმივად ვიღაცეები დამყვებიან და ხედავენ როგორ მხვდებიან სრულიად უცხო ადამიანები და რა რეაქცია აქვს ხალხს იმ გამაოგნებელ სიბინძურეზე და ბოროტებაზე, რაც მათმა ერთგულმა მსახურმა ჩაიდინა.
ამჯერად გადაწყვიტეს რაზეც მე უკვე მაქვს პასუხი გაცემული, ის თემები შემოაგდონ თავიდან იმ იმედით რომ ვიღაცას არ ახსოვს, ვიღაცამ არ იცის, ან უბრალოდ ცდილობენ ადამიანებში ყველაზე ბნელი ინსტიქტების გაღვიძებას.
მათთვის ვინც არ იცის ან არ ახსოვს ვწერ ძალიან მოკლედ:
იგორ გიორგაძის თემა:
იგორ გიორგაძე სხვებთან ერთად მოიაზრებოდა ჩვენზე განხორციელებული ტერაქტის ორგანიზატორად. მე პირდაპირ მაინცდამაინც მისთვის ხელი არ დამიდია, თუმცა ამ ვერსიას ვარაუდის დონეზე დასაშვებად მივიჩნევდი. პარალელურად მქონდა სხვა ეჭვები, რაზეც ხმამაღლა ვლაპარაკობდი და საბოლოოდ სწორედ ჩემი ეჭვები დადასტურდა. ამ თემას დღეს და ამ სტატუსში მეტად არ გავშლი. ვიტყვი მხოლოდ იმას რომ როცა საბოლოოდ დავრწმუნდი იგორ გიორგაძის ჩვენ საქმეში უდანაშაულობაში, მას ჩემი ინიციატივით შევხვდი და ბოდიში მოვუხადე მანამდე გამოთქმული ვარაუდებისთვის. რადგან ამ ვარაუდებს საჯაროდ გამოვთქვამდი, საჭიროდ ჩავთვალე მივსულიყავი მისი პარტიის ყრილობაზე, რომლის წევრიც არასოდეს ვყოფილვარ (მე მისი სახელობის არარეგისტრირებულ საქველმოქმედო ფონდს ვხელმძღვანელობდი) და ამ ყრილობაზეც საჯაროდ მოვიხადე ბოდიში. ამ პერიოდში მე გავიცანი მისი ოჯახი, რომელიც მე ძალიან მიყვარს და ამაზე არავისთან ანგარიშის ჩაბარებას არ ვაპირებ. მაგრამ ესეც არაა მთავარი – მთავარი ისაა რომ იგორ გიორგაძეს არც ჰქონია ჩვენზე განხორციელებულ ტერაქტზე ბრალი წაყენებული. მას ბრალი წაყენებული აქვს შევარდნაძეზე განხორციელებულ ტერაქტზე, რომლის სასამართლოს ჩატარებას თვითონ იგორ გიორგაძე ითხოვს წლების განმავლობაში. ასე რომ წულუკიანი, ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, უბრალოდ ტყუის.
მეორე თემა, რაც თავიდან დაატრიალეს, გახლავთ ის ცნობილი ვიდეო ჩემი გამოსვლის, რომელიც ამოჭრილია საზოგადოების შევარდნაძესთან შეხვედრიდან, სადაც ჯერ გამოდის შევარდნაძე და საქართველოს დსთ-ში შესვლის მიზეზად ასახელებს ზვიად გამსახურდიას, რომელიც გადატრიალების შემდეგ საქართველიდან გროზნოში გავიდა და აფხაზეთში ომის დროს დან შემოვიდა ჯარით. შევარდნაძე ხსნის რომ დსთ-ში შესვლა იყო ხელისუფლების შენარჩუნების ერთადერთი გზა. მე დსთ-ში საქართველოს შეყვანაზე გადაწყვეტილების გამო პროტესტის ნიშნად გადავდექი ვიცე-პრემიერის თანამდებობიდან, სადაც ერთი თვე ვიმუშავე, ავდივარ ტრიბუნაზე და ვეუბნები შევარდნაძეს რომ თუ ეს სიმართლეა მაშინ რატომ და ნუ რასაც ვეუბნები. იმ შემზარავი სიტყვების გამეორებაც არ მინდა რაც ჩემი პირიდან მაშინ ამოვიდა. ვიდეოში მხოლოდ ეს ეპიზოდია. ეს ვიდეო წლების წინ გაჩნდა სოციალურ ქსელში ვინმე ლევან რამიშვილის კედელზე და ორგანიზებულად გავრცელდა ყველგან. მაშინ ჩემზე ამდაგვარი თავდასხმის მიზეზი გახდა ის რომ მე მხარი დავუჭირე მიხეილ სააკაშვილს პარლამენტის ბოიკოტირების საკითხში. ამ ყველაფრის უკან ვინც იდგა, იმ ქალბატონს იმდენი წიხლი მოხვდა ამ დღეებში, მე აღარ მინდა მისი ხსენება, თან წულუკიანისგან განსხვავებით, მას ძალაუფლება არა აქვს და იმედია არც მომავალში ექნება. ისევ იმ ჩემ შემზარავ სიტყვებს რომ დავუბრუნდე, რომელიც აღარ მახსოვდა და როცა საკუთარი სიტყვები გავიგონე, თავზარი დამეცა, ამ ვიდეოს დადების მერე, არ ვიცი როგორ მოვიკრიბე ძალა და საჯაროდ მოვიხადე ბოდიში. ეს ის სიძულვილის ენა იყო, რაც მაშინ ყველა მხრიდან მეფობდა და რის შედეგებსაც დღესაც ვიმკით, რადგან ყველამ როგორც ჩანს ვერ მოახერხა ამ ზიზღის მორევიდან ამოსვლა.
ამაზე მეტს მე ვერაფერს ვიტყვი. დადგება დრო და ცივი გონებით მოხერხდება ალბათ ყველაფრის ანალიზი. მე ჩემს სინანულში ვრჩები, ხოლო მათ ვისაც ზვიადის მკვლელების დადგენა უნდა, ვფიქრობ, მის უახლოეს გარემოცვაში უნდა ეძებოს, მათში ვინც ზვიადს აფხაზეთში ომის დროს, როცა აფხაზების ხელით საქართველოს ებრძოდა, საქართველოში ჯარით შემოსვლა და მეორე ფრონტის გახსნა ურჩია.
მოკლედ, ამ ორ ნაცად თემას ატრიალებს დღეს ქოცების ბანდა ჩემს წინააღმდეგ.
ამ ბანდასთან საქმე არ მაქვს. ამას ვწერ იმიტომ რომ უცოდინრობით, დაუკვირვებლობით ან პირადი ანტიპათიის გამო სასარგებლო იდიოტის როლში არ აღმოჩნდეს ვინმე. ამით ვერც საქმეს ავნებთ და ვერც მე, რომელსაც ამათი მშვიდობიანი დამხობის გარდა არაფერი მაინტერესებს და არც აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას ვაპირებ, უბრალოდ, როცა ყველაფერი კარგად დასრულდება, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში იგრძნობთ თავს ისინი, ვინც ქოცხროვას ამ სიბინძურეში აყვება.
წინ 4 ოქტომბერია!
წარმატებები ჩვენ ❤️

 

სრულად წაიკითხეთ სტატია