
“დღეს მე პატიმრების დედებთან ერთად გავათენებ ღამეს რუსთაველზე.
9 აპრილის აქციის მონაწილე ვარ, დაპატიმრებულიც ვიყავი, მერეც რამოდენიმეჯერ დამაკავეს, მაგრამ ცოტა ხნის წინ, როცა ჩემი შვილი დააკავეს ცოტა ხნით (ორჯერ), როცა წარმოვიდგინე რომ მას, ხელფეხშეკრულს ვიღაც ნაძირალა ურტყამს, ეს სულ სხვა გრძნობაა, ბევრად მძიმე, დამთრგუნველი გრძნობა, რომელიც ერთდროულად ძალასაც გაცლის და კლდესავით შეუვალსაც გხდის. არავის ვუსურვებ ამ გრძნობის გამოცდას და სწორედ ამიტომ მე ვდგები პატიმრების დედების გვერდით.
არავის არაფრისკენ მოვუწოდებ. უბრალოდ გახსოვდეთ რომ პატიმრების დედების გვერდში დგომით საკუთარ შვილებსაც იცავთ, რადგან ეს უსამართლობა თუ არ დავასრულეთ, ყველას შეგვეხება, განურჩევლად ყველას.
გავათენოთ ჩვენი შვილებისთვის!
” – წერს სოციალურ ქსელში ირინა სარიშვილი.
