აშშ-მა ირანზე შემდგომი
დარტყმები უნდა
გამორიცხოს, თუ მას
დიპლომატიური
მოლაპარაკებების
განახლება სურს, - ამის
შესახებ თეირანის საგარეო
საქმეთა მინისტრის
მოადგილემ, მაჯიდ
ტახტ-რავანჩიმ BBC-ს
განუცხადა.მისი თქმით,
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ
ტრამპის ადმინისტრაციამ
შუამავლების მეშვეობით
ირანს განუცხადა, რომ სურს
მოლაპარაკებებში
დაბრუნება, მაგრამ არ
გამოუხატავს თავისი
პოზიცია შემდგომი
თავდასხმების ძალიან
მნიშვნელოვან საკითხთან
დაკავშირებით.„ამჟამად
ჩვენ ვეძებთ პასუხს ამ
კითხვაზე: ვიხილავთ თუ არა
აგრესიის აქტის
გამეორებას დიალოგის დროს?
აშშ-მა საკმაოდ ნათლად უნდა
განმარტოს ეს ძალიან
მნიშვნელოვანი საკითხი და
რას გვთავაზობენ იმისთვის,
რომ ასეთი დიალოგისთვის
საჭირო ნდობა შეიქმნას“, -
აღნიშნა ირანის საგარეო
უწყების ხელმძღვანელის
მოადგილემ.კითხვაზე,
შესაძლოა თუ არა ირანმა,
ნებისმიერი შეთანხმების
ფარგლებში, თავისი
ბირთვული პროგრამის
გადახედვა განიხილოს
სანქციების შემსუბუქებისა
და ქვეყანაში
ინვესტიციების
განხორციელების
სანაცვლოდ, ტახტ-რავანჩიმ
უპასუხა: „რატომ უნდა
დავეთანხმოთ ასეთ
წინადადებას?“მისი
მტკიცებით, ირანის
პროგრამა, მათ შორის ურანის
60%-მდე გამდიდრება,
„მშვიდობიანი
მიზნებისთვისაა“.შეგახსენებთ,
ისრაელის სამხედრო
ოპერაციამ, რომელიც ირანში
13 ივნისის გამთენიისას
დაიწყო, ორი დღის შემდეგ
მასკატში დაგეგმილი
არაპირდაპირი
მოლაპარაკებების მეექვსე
რაუნდი ჩაშალა. გასულ
შაბათ-კვირას, აშშ პირდაპირ
ჩაერთო ისრაელსა და ირანს
შორის კონფლიქტში როდესაც
ირანში სამი ბირთვული
ობიექტი დაბომბა.