ის, რომ რუსეთი საქართველოს
დედაქალაქიდან 30 კმ-ში
ტანკებით არის მდგარი,
მთელი სტრატეგიული
ობიექტები გადაეცა და
ყოველგვარი პირობის
გარეშე იძახდა მათი ლიდერი
- პუტინთან დალაპარაკება
მსურსო, ეს ჩვენ ყველას
კარგად გვახსოვს. ვინც
მაშინ წააქეზა ეს ჩვენი ვაი
ლიდერი და აგვისტოს ომი
რეალობა გახდა, სწორედ ამ
ძალის ინტერესებში არის,
რომ საქართველო მუდმივ
დაპირისპირებაში იყოს
რუსეთთან, ანუ არასდროს არ
დადგეს ის ჟამი, როდესაც
საქართველო შეძლებს იმას,
რომ მოახერხოს თავისი
ტერიტორიული მთლიანობის
აღდგენა, - განაცხადა
გადაცემაში „იმედი LIVE“
რეგიონული პოლიტიკისა და
თვითმმართველობის
კომიტეტის თავმჯდომარემ
ირაკლი
ქადაგიშვილმა.უმრავლესობის
დეპუტატის თქმით,
საქართველომ გონივრული
პოლიტიკა უნდა გაატაროს და
განვითარების გზით უნდა
დაიბრუნოს
ტერიტორიები.„ტერიტორიული
მთლიანობის აღდგენას
სჭირდება კონფრონტაციის
სულ მცირე შესუსტება მაინც,
ამიტომ მუდმივად
კონფრონტაციული რეჟიმი
უნდა იყოს, ანუ ნებისმიერი
რაციონალური მიდგომა
ქართულ პოლიტიკაში
მაშინვე ძირშივე უნდა იყოს
ტორპედირებული - ეს არის ამ
ძალების მიზანი. ჩვენ
მსოფლიო გამოცდილებამ
გვაჩვენებს, რომ ორი გზა
არსებობს ტერიტორიული
მთლიანობის აღდგენის. ერთი
გზა არის სამხედრო გზა,
რომლის არანაირი არანაირი
შანსი საქართველოს არ
გააჩნია და ამასთან ერთად,
ჩვენ არ გვინდა რომ ოსთან
და აფხაზთან ისევ იარაღის
პირით ვისაუბროთ. ეს ასე
ვთქვათ, ჩვენი უპირობო
დამოკიდებულებაა. მეორეც,
რუსეთთან ომი
წარმოგვიდგენია რაც არის
და აღარ გავაგრძელებ ამ
აბსურდზე საუბარს. სხვა გზა
არის სწორედ განვითარების
გზა. როგორც თავის დროზე
გერმანიის კანცლერმა
საქართველოს უთხრა,
ტერიტორიული მთლიანობის
აღდგენა და საქართველოს
წარმატება, ეს არის
განვითარება სტრატეგიული
თმენის რეჟიმში. ანუ, ჩვენ
თუ გონივრული პოლიტიკა არ
გავატარეთ და ჩვენ თუ
ავყვებოდით იმას, რასაც
ჩვენ გვიკიჟინებდნენ
უკრაინაში ომის დაწყების
შემდეგ, დღეს 9 აპრილი
იქნებოდა რომ იტყვიან ერთი
პატარა, ტკბილად
მოსაგონებელი მომენტი,
ისეთი სისხლის ღვრა და
უბედურება იქნებოდა აი, ამ
ვითომდა ცხელგულიანი და
ცხელთავიანი ადამიანების
ხელში რომ ყოფილიყო
საქართველო ჩავარდნილი“, -
განაცხადა ქადაგიშვილმა.