მე როგორც დელეგატს
ყოველდღიურად დაახლოებით
4-5 შეხვედრა მქონდა
მოსახლეობასთან და
ვსაუბრობდით ყველაფერზე,
მათ შორის იმაზე, რომ
სწორედ მშვიდობით,
ღირსებითა და
კეთილდღეობით ვაპირებთ
ევროპისკენ სიარულს, -
განაცხადა საპროცედურო
საკითხთა და წესების
კომიტეტის თავმჯდომარემ
ირაკლი ქადაგიშვილმა
„დღის ქრონიკის“
ეთერში.მისი თქმით, ეს
„ქართული ოცნების“
მხრიდან იყო ძალიან ფართო
კამპანია, რომელიც მთელი
საქართველოს მასშტაბით
გასწიეს.„მე როგორც
დელეგატი, ვარ
დელეგირებული კახეთის ოთხ
მუნიციპალიტეტში, სადაც
მაჟორიტარი ვარ და
ყოველდღიურად დაახლოებით,
4-5 შეხვედრა მქონდა ყველა
დასახლებულ პუნქტში და
ყველგან ჩვენ ვსაუბრობდით
მშვიდობაზე, ქვეყნის
ეკონომიკურ წინსვლაზე, იმ
საკითხებზე, რაც
მუნიციპალიტეტებში
წყდება, გამოწვევებზე,
რომელიც გადასაწყვეტია და
რა თქმა უნდა, ვსაუბრობდით
იმაზე, რომ სწორედ
მშვიდობით, ღირსებით და
კეთილდღეობით ვაპირებთ
ევროპისკენ სიარულს. რაღა
თქმა უნდა, 23 ოქტომბრის
კულმინაცია ამის ნათელი
დასტური იყო“,- აღნიშნა
ქადაგიშვილმა.მან ასევე
ისაუბრა ოპოზიციის
წინასაარჩევნო
კამპანიაზეც.„ჩვენ
ოპოზიცია აბსოლუტურად
არცერთ მუნიციპალიტეტში
საარჩევნო ველზე არ
შეგვხვედრია. აბსოლუტურად
ვერცერთი შეხვედრა მათი
ვერ დაფიქსირდა, თუ არ
ჩავთვლით თითო შეხვედრას
მუნიციპალურ ცენტში. ერთი
ჩატარდა ყვარელში, მეორე
თელავში. მეტი შეხვედრა ამ
ოთხ მუნიციპალიტეტში,
სადაც მე ვმოძრაობდი,
ოპოზიციას საერთოდ არ
ჩაუტარებია. ამ საარჩევნო
კამპანიის უპრეცედენტობა
იმაში გამოიხატება, რომ
ძირითადად საქართველოში
ამ ოპოზიციის ნაცვლად
საარჩევნო კამპანიას
უცხოეთი ატარებდა. ეს არის
პარადოქსი, რაც ამ
კამპანიას ახლდა თან“, -
განაცხადა ქადაგიშვილმა.