უშიშროების სამსახურს,
გააჩნია, რა თქმა უნდა,
გარკვეული ოპერატიული
ინფორმაცია და ამ
ოპერატიულ ინფორმაციაზე
დაყრდნობით ამბობს და
აფრთხილებს საზოგადოებას, -
აღნიშნა გადაცემა „დღის
ქრონიკაში“ რეგიონული
პოლიტიკისა და
თვითმმართველის კომიტეტის
თავმჯდომარე,
საპარლამენტო
უმრავლესობის წევრმა
ირაკლი ქადაგიშვილმა
სუს-ის მიერ დღეს
გავრცელებულ
განცხადებასთან
დაკავშირებით.მისი თქმით,
ეს არის გარკვეული
პრევენცია.„რა თქმა უნდა,
ჩვენ თუ შევხედავთ იმ
ლოგიკას, რა ლოგიკითაც
მიმდინარეობს მთელი ამ
ხნის განმავლობაში
აქციები და იმ გეგმას, ე.წ.
მაკკეინის ინსტიტუტის
გეგმას, სადაც ნათლად
ითქვა, რომ ესკალაცია უნდა
მომხდარიყო არჩევნების
შემდეგ, ნათელია, რომ
თვითონ მიმდინარეობაც ამ
აქციების ნახეთ რას
გვაჩვენებს. ანუ, აქციაზე
ტრიბუნა არ დგას.
გამომსვლელი არ არის,
საკითხის დაყენება არ
ხდება. აქციაზე ხდება
გარკვეული რაოდენობის
ადამიანების შეკრება და
შემდეგ აგრესიული
ჯგუფების მიერ შეტაკების
დაწყება პოლიციის
წინააღმდეგ, დარბევის
განხორციელება
პარლამენტის შენობაზე და
ა.შ. ანუ, უნდა მოხდეს
ვითარების ესკალაცია. ეს
არის სურათი. როგორც კი
მომიტინგეები მშვიდობიან
მიტინგს, ასე ვთქვათ,
აგრძელებენ და არ ხდება
შეტევა პარლამენტზე ან
პოლიციაზე, ვხედავთ რომ
აბსოლუტურად არაფერი
ხდება, მაგრამ სწორედ
ესკალაციაა მიზანი ამ, ასე
ვთქვათ, საპროტესტო
აქციებისა. მათი
გაცხადებული მიზანი არის
მაიდანიზაცია.
მაიდანიზაცია, სამწუხაროდ,
ეს „ფერადი რევოლუციები“,
როგორც ყოველთვის,
დაკავშირებულია საბოლოო
ჯამში, თუ ადვილად ვერ
აღწევენ თავის მიზანს,
საკრალური
მსხვერპლშეწირვასთან. ასე
ვთქვათ, ამ შედეგთან უნდა
მიგვიყვანოს, როდესაც
იღუპება უდანაშაულო
ადამიანი და რომლის გამოც
მერე, რა თქმა უნდა,
მოსახლეობაში როდესაც
სისხლი იღვრება
აბსოლუტურად სხვა
განწყობები და სხვა
ემოციები იღვიძებს. ამიტომ,
ეს საფრთხე და საშიშროება
კონკრეტულია. პრაქტიკულად
გვინახავს ჩვენ
სხვადასხვა ისტორიულ
მონაკვეთებში, სხვადასხვა
ქვეყანაში ასეთი ტიპის
განვითარება
მოვლენებისა.უშიშროების
სამსახურს, გააჩნია, რა
თქმა უნდა, გარკვეული
ოპერატიული ინფორმაცია და
ამ ოპერატიულ
ინფორმაციაზე დაყრდნობით
ამბობს და აფრთხილებს
საზოგადოებას. ეს რა თქმა
უნდა, არის გარკვეული
პრევენცია. შეიძლება
დაიბადოს შეკითხვა, თუ
ასეთი რამ უკვე არსებობს,
რატომ არ აპატიმრებთ.
მოგეხსენებათ, რომ ჩვენი
კანონმდებლობა და
საქართველოს სასამართლო
სისტემა იმდაგვარად არის
მოწყობილი, თუ არ არსებობს
ამომწურავად, ბოლომდე
მტკიცებულების მაღალი
ხარისხი, ისე, რა თქმა უნდა,
ადამიანს ჩვენთან ვერ
დააპატიმრებ,
სასამართლოში საქმეს ვერ
წაიღებ. გარკვეული
ოპერატიული ინფორმაციის
დონეზე მინიშნებები უკვე
აჩვენებს ხოლმე, ვთქვათ,
რაღაც ტენდენციის
გამოკვეთას და ამიტომ,
უშიშროების სამსახურის
ამოცანა სწორედ ის არის,
რომ უკვე პირველსავე
ეტაპზე მოახდინოს როგორც
ინფორმირება
მოსახლეობისა, ასევე ამ
გეგმების გასაჯაროება, რაც
ნამდვილად ემსახურება
პრევენციას. რა თქმა უნდა,
ამ დროს გაცილებით უფრო
ძლიერდება ოპერატიული
მუშაობა, გაცილებით უფრო
მეტ ყურადღებას იჩენს
მოქალაქეც და ასეთი ტიპის
შესაძლო დანაშაულის
ჩადენის ალბათობის
შემცირების ხარისხიც, რა
თქმა უნდა, იზრდება ამ
შემთხვევაში“, - აღნიშნა
ირაკლი ქადაგიშვილმა.