„ქართული ოცნება -
დემოკრატიული
საქართველოს“ თელავის,
ახმეტის, ყვარლისა და
ლაგოდეხის დელეგატმა,
საპროცედურო საკითხთა და
წესების საპარლამენტო
კომიტეტის თავმჯდომარემ,
ირაკლი ქადაგიშვილმა
„დღის ქრონიკაში“
საარჩევნო პროცესებზე
გარე ძალების
ზემოქმედების შესახებ
ისაუბრა.„პოლიტიკური
მოცემულობაა, რომ იქნებ,
როგორმე, გარედან ზეწოლით,
მოსახლეობაზე ზეგავლენით
ოპოზიციას, რომელსაც
მოსახლეობასთან შეხვედრის
რეალური კამპანიის
ჩატარების უნარი არ
გააჩნდა, გამარჯვების
შანსი მიეცეს. როგორც კი
დაინახავენ, რომ ეს შანსი
დაკარგულია, რა თქმა უნდა,
კვლავ მოხდება სიტუაციის
ნორმალურ კალაპოტში
გადასვლა. ამას საბოლოოდ
წერტილი დაესმება, მას
შემდეგ, რაც საომარი
მოქმედებები შეწყდება
უკრაინაში“, - განაცხადა
ქადაგიშვილმა.მისივე
თქმით, ევროპა
დემოკრატიასთან და
თავისუფლებასთან ერთად
საკმაოდ მდიდარი
ქვეყნების კრებულია.
ამდენად, განვითარების
მხოლოდ ამ გზაზე მყოფ
საქართველოს შეუძლია
გააკეთოს მკაფიო
განაცხადი, რომ იგი ყველაზე
მეტად იმსახურებს
ევროკავშირის წევრობას.