ირაკლი ქადაგიშვილი: დღეს ჩვენ ვიხილეთ პირდაპირი შეურაცხყოფა, პირდაპირი ფეხქვეშ გათელვა 9 აპრილისა, იდეალებისა, პირდაპირი უგულებელყოფა საერთოდ იმისა, რა არის ერი

Primetime.ge 1 კვირა წინ 12
ირაკლი ქადაგიშვილი: დღეს ჩვენ ვიხილეთ პირდაპირი შეურაცხყოფა, პირდაპირი ფეხქვეშ გათელვა 9 აპრილისა, იდეალებისა, პირდაპირი უგულებელყოფა საერთოდ იმისა, რა არის ერი
დღეს ჩვენ ვიხილეთ პირდაპირი შეურაცხყოფა, პირდაპირი ფეხქვეშ გათელვა 9 აპრილისა, იდეალებისა, პირდაპირი უგულებელყოფა საერთოდ იმისა, რა არის ერი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.მისივე თქმით, ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ უფრო დიდი მზაკვრობა იყო ჩაფიქრებული, რომ ხელისუფლების მისვლასთან ერთად უნდა მომხდარიყო ისეთი ტიპის პროვოცირება, ისეთი ტიპის შეჯახების გამოწვევა, ისეთი დაპირისპირება, რომელიც შემდგომ გამოყენებული იქნებოდა იმისათვის, რათა კიდევ უფრო საშინელ ფერებში დაეხატათ საქართველო.„პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ არ მიყვარს ხოლმე ამ თემაზე საუბარი, ყურადღების გამახვილება - უშუალო მონაწილე ვიყავი 9 აპრილის. იმ სცენაზე ვიდექი. ის საღამო გარკვეულწილად მიმყავდა, მთელი ეს მსვლელობა. იქ იყო მართლა გარკვეული მისტერია. პატრიარქის სიტყვებიც, მერაბ კოსტავას სიტყვებიც, ირაკლი წერეთლის სიტყვებიც, ყველას ქმედებაში იყო რაღაც აღმაფრენა. რაღაც ისეთი, რაც ალბათ განსაზღვრავდა იმ სულისკვეთებას, რაც ქართველ ერში იყო. ეს სულისკვეთება იყო თავისუფლების სულისკვეთება. ეს სულისკვეთება იყო გარკვეულწილად მიახლება იმ რწმენასთან, იმ სარწმუნოებასთან, რითაც საქართველო ოდითგანვე, როგორც საქართველო ასე ჩამოყალიბდა და ასე იქნება მუდამ. იქ იყო იმ ადამიანების დიდი ერთობა, რომელიც უხილავი ჯაჭვებით მთელ საქართველოს უკავშირდებოდა. ამიტომ, 9 აპრილის ეს მისტერია, რა თქმა უნდა, რომელიც ასე დიდი შემოტევით და დიდი ტრაგედიით დასრულდა საბჭოთა ჯარების მხრიდან, ვერ მოერია საქართველოს. მიუხედავად ამის შემდგომ უდიდესი ძნელბედობებისა, რაც საქართველომ გამოიარა, ეს დღე მაინც იყო ყველასთვის წმინდა დღე. რომ იტყვიან, თბილისში ომი ახალი ჩამცხრალი იყო და იმ წლებში, 9 აპრილის მემორიალთან ამ სისხლიან დონეზეც და ტყვიით დაპირისპირებული ადამიანებიც კი ახერხებდნენ ისე მისვლას და პატივის მიგებას 9 აპრილისადმი, მათი იმ სულებისადმი, რომ ერთმანეთს ხელს არ უშლიდნენ. ხშირად, ერთიანდებოდნენ კიდეც.დღეს ჩვენ ვიხილეთ პირდაპირი შეურაცხყოფა, პირდაპირი ფეხქვეშ გათელვა 9 აპრილისა, იდეალებისა, პირდაპირი უგულებელყოფა საერთოდ იმისა, რა არის ერი. ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ აქ უფრო დიდი მზაკვრობა იყო ჩაფიქრებული, რომ ხელისუფლების მისვლასთან ერთად უნდა მომხდარიყო ისეთი ტიპის პროვოცირება, ისეთი ტიპის შეჯახების გამოწვევა, ისეთი დაპირისპირება, რომელიც შემდგომ გამოყენებული იქნებოდა იმისათვის, რათა კიდევ უფრო საშინელ ფერებში დაეხატათ საქართველო, ვითარება საქართველოში. ეს იქნებოდა უკვე ახალი, რომ იტყვიან სისხლი, რომელიც სწორედ ამ რადიკალებს მთელი ამ ხნის განმავლობაში, როგორც მათ ერთ-ერთ რეჟისორს, მაკკეინის ინსტიტუტიდან წამოსცდა, აქამდე სისხლი რატომ არ დაღვრილა“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია