გვარამიას მიერ პირველი
ნომრის დათმობაც იქიდან
გამომდინარეობს, რომ
გვარამიას არ აქვს
საარჩევნო რეიტინგი, მას
ბევრ რეგიონში, მაგალითად
კახეთში ჩამოსვლის
არანაირი მორალური უფლება
არ აქვს და ვერც ჩამოდის, -
განაცხადა პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტის
თავმჯდომარე ირაკლი
ქადაგიშვილმა.„ამ
პარტიებს უდგათ 5%-იანი
ბარიერის გადალახვის
პრობლემა და ბუნებრივია,
ყველას უნდა სულ მცირე,
პირველ ათეულში მოხვდეს.
მიუხედავად იმისა, რომ
ისინი ერთ იდეოლოგიურ
ბაზაზე დგანან, მაინც ბევრი
შიდა კლანური
დაპირისპირება და
უსამართლობა მოხდა
პარტიის წევრებს შორის“, -
აღნიშნა ირაკლი
ქადაგიშვილმა.ცესკოში
პარტიული სია 19-მა
პოლიტიკურმა გაერთიანებამ
წარადგინა.