რა თქმა უნდა ეს ბიუჯეტი
უზრუნველყოფს ჩვენი
ქვეყნის მდგრად
განვითარებას და
სახელმწიფო ინსტიტუტების
ძალიან მყარ, მდგრად
ფუნქციონირებას, -
განაცხადა საპარლამენტო
უმრავლესობის წევრმა
ირაკლი ქადაგიშვილმა 2025
წლის ბიუჯეტზე
საუბრისას.„ეს ემსახურება
როგორც ხელფასების,
სოციალური დახმარებების,
ჯანდაცვის პროგრამების
გაზრდას, ეს არის აგრეთვე
მიმართული იქითკენ, რომ
მოხდეს ინფრასტრუქტურის
მუდმივი განახლება,
ამავდროულად საქართველოს
სოფლებში, ქალაქებში
მოხდეს ცხოვრების დონის
ხელშეწყობით მთელი რიგი
უმნიშვნელოვანესი
ინფრასტრუქტურული
პროექტების
განხორციელება. რა თქმა
უნდა ეს ბიუჯეტი
ამავდროულად მიმართულია,
იმისკენ, რომ ხელი შეეწყოს
ქვეყანაში ბიზნესის
განვითარებას. რა თქმა უნდა
ეს ბიუჯეტი უზრუნველყოფს
ჩვენი ქვეყნის მდგრად
განვითარებას და
სახელმწიფო ინსტიტუტების
ძალიან მყარ
ფუნქციონირებას“, -
განაცხადა
ქადაგიშვილმა.პარლამენტი
2025 წლის ბიუჯეტს მიმდინარე
სასესიო კვირაში
განიხილავს და ქვეყნის
მთავარი ბიუჯეტი 13
დეკემბრამდე მესამე
მოსმენით დამტკიცდება.