წულუკიანის კომისიის
ერთ-ერთ მთავარ მიზანს
წარმოადგენს საქართველოს
ტერიტორიული მთლიანობის
და საქართველოს
სუვერენიტეტის ეჭვქვეშ
დაყენება საერთაშორისო
არენაზე, – ამის შესახებ
„ერთიანობა – ნაციონალური
მოძრაობის“ გენერალური
მდივნის მოადგილემ, ირაკლი
ფავლენიშვილმა
განაცხადა.როგორც
ფავლენიშვილმა აღნიშნა,
გაერო-ს ტრიბუნაზე
საქართველოს
სუვერენიტეტის წინააღმდეგ
წულუკიანის კომისიის
საქმიანობა იქნა
გამოყენებული.„წულუკიანის
შექმნილი კომისიის ერთ-ერთ
მთავარ მიზანს
წარმოადგენს საქართველოს
ტერიტორიული მთლიანობის
და სუვერენიტეტის ეჭვქვეშ
დაყენება საერთაშორისო
არენაზე. ამის მკაფიო
გამოხატულება ვიხილეთ,
როდესაც გაერო-ს ტრიბუნაზე
გამოყენებული იქნა სწორედ
ამ ე.წ. კომისიის
საქმიანობა და
ივანიშვილის გუნდის
განცხადებები ჩვენი
ქვეყნის სუვერენიტეტის
წინააღმდეგ. ეს მიუთითებს
იმ მოღალატეობრივ
ბუნებაზე, რომელიც აქვს
ივანიშვილის რეჟიმს; ასევე
მიუთითებს აუცილებლობას,
რომ ამ სისტემის დემონტაჟი
მოვახდინოთ, რადგან ეს
რეჟიმი საფრთხეს უქმნის
ქვეყნის ტერიტორიულ
მთლიანობას“, – განაცხადა
ირაკლი ფავლენიშვილმა.