
ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი:
რაღაც კონკრეტული საბაბები უნდა არსებობდეს, რომელთა გამოც ქუჩაში გამოვალთ და სულ ადგილის დედას ავუტირებთ ამ “ხელისუფლებას”; ამასთან, ისეთი საბაბები, რომელთა სათავეებთან ეს ბანდაა და არა ევროპა! ანუ – ბანდის (და არა ევროპის კავშირის) გადაწყვეტილება თუ გამოგვიყვანს ქუჩაში!..
სხვაგვარად ავხსნი – 31 აგვისტოს ევროპული საბჭოსთვის გასცემენ რეკომენდაციას, რომ უვიზო რეჟიმი შეუჩერდეს საქართველოს! ეს მძიმე ამბავია, მაგრამ, რაღაი ევროპის გადაწყვეტილება იქნება, ვეჭვობ, რომ ხალხი არ იხუვლებს!
ახლა ვიკითხოთ, რაზე თუ რეიზა გამოვა ხალხი ქუჩაში და… მე ჩემს აზრს გეტყვით – მხოლოდ მაშინ, როცა ესენი მოგვცემენ საბაბ-მიზეზს, და ეს შეიძლება იყოს…
საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება! რისკენაც ჩვენ ნელ-ნელა მივბობღავთ!..
დიახ, დე-ფაქტოები, ათას მიზეზს მოიშველიებენ (ავსტრია ნეიტრალურია, ბრატ-იდან დაწყებული, NATO მაინც არ გვიღებს – ამით გაგრძელებული…) და 2008 წლის რეფერენდუმის რევიზიას დაიწყებენ, აგე მე და აგე გორი ციხე!
და სწორედ ეს ან ესეც შეიძლება გახდეს ხუვლებისა და არდასრულებული ხუვლების საბაბი!
არ გეგონოთ, რომ შორეულ პერსპექტივაზე ვსაუბრობდე – ბიძინა წელსვე ან გაზაფხულზე ჩაიდენს ამას!
პ.ს. ამ თემას არ ეხება და, მიშა სააკაშვილი პოლიტ.პატიმარია – თამამად ვამბობ ამას!
მამაჩემი ცოცხალი რომ იყოს და ტენდერს ტენდერზე იგებდეს! და სავარაუდო პირობა რომ იყოს – კაპიკსაც ვერ მიიღებ, თუ შენი ბედოვლათი შვილი სააკაშვილს დაიცავს.. მეც … გავჩუმდებოდი უნდა მეთქვა ახლა! და მაინც ვერ გავჩუმდებოდი! რადგან სააკაშვილი მართლა პოლიტპატიმარია!