ტელეკომპანია „იმედის“
მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ
„ქრონიკასთან“ აშშ-ის
პრეზიდენტ ჯოზეფ
ბაიდენისადმი მიწერილ ღია
წერილზე ისაუბრა. მან
განმარტა, თუ რა იყო მათი
წერილის პათოსი.„ხვალ ჩვენ
გვაქვს არჩევნები და უკვე
თვეების განმავლობაში, ეს
„კოლექტიური დასავლეთი“ -
ევროპა-ამერიკა, არის ამ
არჩევნების მონაწილე. ჩვენ
გვემუქრებიან,
გვეუბნებიან, რომ
დაგასანქცირებთ, ამას
გიზამთ-იმას გიზამთ,
რეზოლუცია-რეზოლუციაზე
გამოდის, ფული, რომელიც
საქართველოს
განვითარებაზე უნდა
წასულიყო, მიდის ოპოზიციურ
პარტიებზე, „ენჯეოებზე“ და
ოპოზიციურ მედიაზე. ამიტომ,
ფაქტობრივად, ღიად ხდება
ჩვენს არჩევნებში
მონაწილეობა. თან ეს ხდება
ისე, რომ თითქოს ქართველ
ამომრჩეველს, ქართველ
ხალხს, საქართველოს
მოქალაქეებს იცავენ მათ
მიერვე არჩეული
მთავრობისგან - „ქართული
ოცნებისგან“. ჩვენ წერილი
დავწერეთ. ძალიან მოგვწონს,
როგორც ვითარდება
საქართველო და ჩვენ
პირადად ვართ
პროდემოკრატიულობისკენ,
ევროპისკენ და
დასავლეთისკენ და რომ ჩვენ
დაცვა არ გვჭირდება, რომ
ჩვენ კარგად ვიცით, რა
ხდება ამ ქვეყანაში. იმისდა
მიუხედავად, რომ ჩვენ
დასავლეთი მოგვწონს და
ვართ დემოკრატიის, სიტყვის
თავისუფლების და საერთოდ,
თავისუფლების მომხრეები,
მაინც ვუჭერთ ამ მთავრობას
მხარს. ეს არის ამ წერილის
პათოსი“, - აღნიშნა
რუხაძემ.ლევან გაჩეჩილაძე,
გიორგი გიგინეიშვილი,
ლევან გიგინეიშვილი,
ირაკლი იაშვილი, ზაზა
ნიშნიანიძე და ირაკლი
რუხაძე აშშ-ის პრეზიდენტ
ჯოზეფ ბაიდენს ღია წერილით
მიმართავენ.