„ირაკლი კუპრაძეს
გავაწბილებ, რომ არანაირ
ტრენინგებზე არ დავდივარ
წინასაარჩევნოდ
არჩევნებში მონაწილეობის
მიღების მიზნით“, ამის
შესახებ პარლამენტის
გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების
კომიტეტის თავმჯდომარემ
მაია ბითაძემ, „ღამის
კურიერში“ სტუმრობისას
ოპოზიციონერ ირაკლი
კუპრაძის საპასუხოდ
განაცხადა.„რეგიონებში
უკვე და თბილისის
მასშტაბით, მათ აქვთ
გაცემული დავალება,
დაწყებულია ე.წ. საარჩევნო
სპეციალისტების ტრენინგი,
სადაც საარჩევნო
სპეციალისტები "ქართული
ოცნების" წევრები, შტაბის
წარმომადგენლები, გადიან
ტრენინგს არა
თვითმმართველობის, არამედ
საპარლამენტო არჩევნების
მომზადების ნაწილში,
საპარლამენტოს პლუს
თვითმმართველობა“, -
განაცხადა „ღამის
კურიერში" "ლელო - ძლიერი
საქართველოს" გენერალურმა
მდივანმა ირაკლი
კუპრაძემ.მაია ბითაძე
ოპოზიციას ურჩევს, თავი
დაანებონ ადამიანებზე
ფსიქოლოგიური და ფიზიკური
ზეწოლისა და ბულინგის
კამპანიას.„ირაკლი
კუპრაძეს გავაწბილებ, რომ
არანაირ ტრენინგებზე არ
დავდივარ წინასაარჩევნოდ,
არჩევნებში მონაწილეობის
მიღების მიზნით. არჩევნები
ჩატარდება ოქტომბერში
ადგილობრივი
თვითმმართველობის და
საპარლამენტო არჩევნები
ჩატარდება 4 წლის შემდგომ,
როდესაც ეს უწევს
საქართველოს
კონსტიტუციით.მე ვურჩევ
ჩვენს რადიკალურ
ოპოზიციას, რომ ეს გეგმა "ა",
რომელსაც ასე ჩააჯინდნენ
და ხელისუფლების იძულებით
შეცვლა უნდათ - ჩაუვარდათ
და გაიგონ; დაანებონ
ადამიანებზე ფსიქოლოგიური
და მათ შორის, ფიზიკური
ზეწოლისა და ბულინგის
კამპანიას თავი,
მასკარადებს და 9 აპრილის
მონუმენტის ოკუპაციას
შეეშვან, დღეს „დედა ენაზე“
ტეხდნენ კიდევ ერთ ამბავს
და საბოლოოდ ამინდმა
შეუშალათ ხელი, დაანებონ ამ
მასკარადებს თავი და
მოემზადონ ან ადგილობრივი
თვითმმართველობის
არჩევნებისთვის ან იმ
არჩევნებისთვის, რომელიც
ჩატარდება 4 წლის შემდგომ
და კამპანია ჩაატარონ,
რომელიც იქნება
ორიენტირებული რეალურ
საკითხებზე“, - აცხადებს
მაია ბითაძე.