საქართველოს
პრემიერ-მინისტრ ირაკლი
კობახიძის ვიზიტი
სომხეთის რესპუბლიკაში
დასრულდა. ერევნის
ზვართნოცის საერთაშორისო
აეროპორტში საქართველოს
მთავრობის მეთაური
სომეხმა კოლეგამ, ნიკოლ
ფაშინიანმა
გააცილა.ვიზიტის
ფარგლებში შედგა
საქართველოსა და სომხეთის
რესპუბლიკის
პრემიერ-მინისტრების
პირისპირ შეხვედრა, რის
შემდეგაც ირაკლი
კობახიძისა და ნიკოლ
ფაშინიანის
ხელმძღვანელობით, ორი
ქვეყნის ეკონომიკური
თანამშრომლობის
მთავრობათაშორისი
კომისიის სხდომა
გაიმართა.საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა
სომხეთის რესპუბლიკის
პრემიერ-მინისტრს ქართული
დელეგაციის მაღალ დონეზე
მასპინძლობისთვის მადლობა
გადაუხადა.„ჩვენთვის
ძალიან მნიშვნელოვანია
სომხეთთან პარტნიორობის
და მეგობრობის კიდევ უფრო
მეტად გაღრმავება. გვქონდა
შეხვედრა პრემიერ-მინისტრ
ფაშინიანთან, სადაც
ვისაუბრეთ ორმხრივ
ურთიერთობებზე, რეგიონში
და მსოფლიოში მიმდინარე
პროცესებზე, ჩვენთვის
ძალიან მნიშვნელოვანია
ყველა მიმართულებით
თანამშრომლობა,
პარტნიორობა, იმისათვის,
რომ დავიცვათ ჩვენი
ქვეყნების ეროვნული
ინტერესები. ეკონომიკური
კუთხით ურთიერთობების
გაღრმავებაც ერთ-ერთი
მთავარი პრიორიტეტია.
დღემდე გვაქვს ძალიან
კარგი დინამიკა
სავაჭრო-ეკონომიკური
ურთიერთობების კუთხით,
ტურიზმის სფეროში.
ჩვენთვის პრიორიტეტია
არსებული რესურსების
მაქსიმალურად ათვისება და
ამისთვის ყველაფერი
გაკეთდება”, - განაცხადა
პრემიერ-მინისტრმა.ინფორმაციას
საქართველოს მთავრობის
ადმინისტრაცია ავრცელებს.