ჩვენ ვართ
პასუხისმგებლები იმაზე,
რომ საქართველოში იყოს
შენარჩუნებული მშვიდობა,
სტაბილურობა და
განვითარება, – ამის
შესახებ საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი
კობახიძემ ჟურნალისტებს
განუცხადა.პრემიერის
თქმით, ყველაზე მთავარი
სიკეთე არის მშვიდობა და
სტაბილურობა.„ჩვენ ვართ
პასუხისმგებლები იმაზე,
რომ საქართველოში იყოს
შენარჩუნებული მშვიდობა,
სტაბილურობა და
განვითარება. ყველაზე
მთავარი სიკეთე არის
მშვიდობა, სტაბილურობა.
გამჭვირვალობის კანონი
იცავს ჩვენს სახელმწიფოს
ექსტრემიზმისგან,
რევოლუციებისგან. მთელმა
საზოგადოებამ გაიგო, რომ
რუსული კანონის ტერმინი
ცრუპენტელობა იყო. ეს არის
კანონი, რომელიც სრულიად
შეესაბამება საერთაშორისო
სტანდარტებს, მათ შორის
ადამიანის უფლებების
სფეროში და ეს კანონი იცავს
ჩვენს ქვეყანას
დესტაბილიზაციისგან. მათ
შორის იმისგან, რომ იგივე
ევროკავშირის ფონდებიდან,
NED-იდან, USAID-იდან არ უნდა
ხდებოდეს საქართველოში
რევოლუციური პროცესების
წახალისება. ეს ყოფილი
ამერიკული ფონდებია,
რომელიც გააუქმა ტრამპის
ადმინისტრაციამ“, –
განაცხადა პრემიერმა.