შარშანდელ ნოემბერთან
შედარებით, 90%-ით იყო
გაზრდილი პიროტექნიკის
გაყიდვის მაჩვენებელი. ეს
ნიშნავს იმას, რომ
კონკრეტული ძალები
იმარაგებდნენ მასალებს
ძალადობისთვის, - განაცხადა
საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ აზერბაიჯანულ
ტელეკომპანიასთან
ინტერვიუში.პრემიერის
თქმით, საპროტესტო
გამოსვლებს ჰქონდა
ერთადერთი მიზეზი -
ოპოზიციას და მათ
პატრონებს არ სურდათ,
შეჰგუებოდნენ არჩევნებში
დამარცხებას.„ეს მოლოდინი
გვქონდა, ჩვენ გარკვეული
ინფორმაციაც გვქონდა, ასეთ
სამზადისთან
დაკავშირებით. კონკრეტულ
ძალებს არ სურდათ,
შეჰგუებოდნენ არჩევნებში
დამარცხებას, ვგულისხმობ,
როგორც ქვეყნის შიგნით, ისე
ქვეყნის გარეთ მოქმედ
ძალებს. ისინი
ემზადებოდნენ ამისათვის.
ჩვენ 28 ნოემბერს გავაკეთეთ
განცხადება, რასაც მოჰყვა
ეს პროტესტი. ჩვენი
განცხადება არასწორად
იქნა ინტერპრეტირებული
კონკრეტული
მედიასაშუალებების მიერ
და სწორედ ამან გამოიწვია
გარკვეული საპროტესტო
ქმედებები. თუმცა მანამდე,
არჩევნების დღიდან
მოყოლებული, ოპოზიცია
ყოველდღიურად აწყობდა
თბილისის ქუჩებში მცირე
აქციებს, კეტავდნენ
ცენტრალურ გამზირებს,
მოედნებს, აქედან
გამომდინარე, ვერავინ
იტყვის იმას, რომ რაიმე
კონკრეტულმა განცხადებამ
გამოიწვია ეს აქციები.
რეალურად მანამდეც
დაწყებული იყო საპროტესტო
გამოსვლები და მას ჰქონდა
ერთადერთი მიზეზი -
ოპოზიციას და მათ
პატრონებს არ სურდათ,
შეჰგუებოდნენ არჩევნებში
დამარცხებას. გარდა ამისა,
ჩვენ გვქონდა ინფორმაცია
იმასთან დაკავშირებით, რომ
კონკრეტული ძალები
ემზადებოდნენ
ძალადობისთვისაც.
მაგალითად, პიროტექნიკა
გამოიყენებოდა აქტიურად
ძალადობისთვის. რომ ავიღოთ
ჩვენ ნოემბრის პერიოდი,
შარშანდელ ნოემბერთან
შედარებით, 90%-ით იყო
გაზრდილი პიროტექნიკის
გაყიდვის მაჩვენებელი. ეს
ნიშნავს იმას, რომ
კონკრეტული ძალები
იმარაგებდნენ კონკრეტულ
მასალებს ძალადობისთვის.
ასევე ხდებოდა სხვა
საშუალებების მომარაგება.
რა თქმა უნდა, ეს
ინფორმაცია ჰქონდათ
სახელმწიფო სტრუქტურებს.
შესაბამისად, ჩვენთვის
სიურპრიზი არ იყო ეს
აქციები და აქედან
გამომდინარე, ერთ-ერთი
მიზეზი, რატომაც მარტივად
ვუპასუხეთ ამ აქციებს, მათ
შორის ძალადობას, იყო ის,
რომ წინასწარ გვქონდა
გარკვეული ინფორმაცია ამ
ყველაფერთან
დაკავშირებით“, - განაცხადა
პრემიერმა.