როგორც არ შეიძლება იმის
თქმა, რომ საქართველომ
მოკლა მაგალითად, სანდრო
გირგვლიანი, საქართველომ
მოკლა ბუტა რობაქიძე,
ზუსტად ასევე არ შეიძლება
იმის თქმა, რომ საქართველომ
დაიწყო ომი 2008 წელს. 2008 წელს
ომი დაიწყო არა
საქართველომ, არამედ
სააკაშვილის
მოღალატეობრივმა, გარედან
ჩანერგილმა რეჟიმმა, -
განაცხადა საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ
ჟურნალისტებთან.როგორც
მთავრობის მეთაურმა
აღნიშნა, სააკაშვილი
გაყალბებული გზით იყო
დარჩენილი პრეზიდენტის
თანამდებობაზე და ომის
დაწყებით მან გარე
დავალება შეასრულა.„2018 წელს
პირველად განაცხადა
„ნაცმოძრაობამ“, რომ მათ არ
დაუწყიათ ომი, მანამდე არც
ერთხელ არ გაუბედავთ ამის
თქმა, რადგან ყველას
გვახსოვდა, რაც მოხდა. 2008
წელს ომი როგორ დაიწყო, რა
ხდებოდა 2008 წლის დილიდან,
როდესაც გვიცხადებდა
პირადად სააკაშვილი,
გვიცხადებდნენ
იაკობაშვილი, ლომაია და
სხვები, რომ ისინი იღებდნენ
სოფელს სოფელზე,
დასახლებას დასახლებაზე,
ისინი ათავისუფლებდნენ
ცხინვალის რეგიონს, რუსები
კარგად იქცეოდნენ,
სეპარატისტები იყვნენ
ცუდები და ა.შ. ეს ხომ ყველას
გვახსოვდა, ამიტომ 2018
წლამდე ვერ ბედავდნენ
საპირისპიროს თქმას და 2018
წელს გადაწყვიტეს, რომ
თურმე არ დაუწყიათ ომი. 2018
წელს ასევე გადაწყვიტეს,
რომ ომი დაიწყო არა 8
აგვისტოს, არამედ 7
აგვისტოს და ა.შ. ეს
ყველაფერი არის სირცხვილი.
2008 წლის ომი დაიწყო
სააკაშვილის რეჟიმმა
ცალსახად. ის იყო
გაყალბებული გზით
დარჩენილი პრეზიდენტის
თანამდებობაზე და ამ
მოღალატემ, გაყალბებული
გზით დარჩენილმა
მოღალატემ, უცხოელმა
აგენტმა, 2008 წელს შეასრულა
დავალება და დაიწყო
ომი.როგორც არ შეიძლება
იმის თქმა, რომ საქართველომ
მოკლა მაგალითად, სანდრო
გირგვლიანი, საქართველომ
მოკლა ბუტა რობაქიძე,
ზუსტად ასევე არ შეიძლება
იმის თქმა, რომ საქართველომ
დაიწყო ომი 2008 წელს. 2008 წელს
ომი დაიწყო არა
საქართველომ, არამედ
სააკაშვილის
მოღალატეობრივმა, გარედან
ჩანერგილმა რეჟიმმა. თქვენ
გახსოვთ 2003 წელს ისინი
გარედან დაგვისვეს
ხელისუფლებაში, მოატყუეს
ხალხი. ისინი იყვნენ
თავიდანვე უცხოელი
აგენტები, მათ ჩაიდინეს
ღალატი 2008 წელს, შეასრულეს
მთავარი მოღალატეობრივი
დავალება, როდესაც დაიწყეს
თავის დროზე ომი“, -
განაცხადა ირაკლი
კობახიძემ.