როგორი ხელოვნურიც იყო
ემოციები მაიდნის დროს,
ასეთივე ხელოვნური იყო
საქართველოშიც. ეს არის
კოორდინირებული
მოქმედება, რისი მიზანიც
არის ლიბერალური ფაშიზმის
იდეოლოგიურად გავრცელება
ქვეყანაში, ქვეყნის არევა,
ხელისუფლების შეცვლა, -
განაცხადა საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ გადაცემა
„იმედი LIVE“-ში.მთავრობის
მეთაურის შეფასებით,
ლიბერალური ფაშიზმი
ისეთივე ხელოვნურად
დალაგებულია გარედან,
როგორიც 100 წლის წინ იყო
ბოლშევიზმი.„რატომ იყო
ქართველი ბოლშევიკი
ზუსტად ისეთი, როგორიც იყო
რუსი, ყაზახი ან ნებისმიერი
რესპუბლიკის ბოლშევიკი. არ
განსხვავდებოდა ქართველი
ბოლშევიკი რუსი, ბელარუსი,
ყაზახი, უკრაინელი თუ
ნებისმიერი სხვა
რესპუბლიკის
წარმომადგენელი
ბოლშევიკისგან.
იდენტურები იყვნენ, იმიტომ,
რომ ერთიანი დალაგებული
იდეოლოგია იყო. როგორც
შემოვიდა გარედან ქართული
კულტურისთვის სრულიად
უცხო მოვლენა ბოლშევიზმი
და გაიდგა ფესვები, ასე
ხდება დღესაც. გარე
დაფინანსება გარე
გავლენები, „დიფ სთეითის“
გავლენები და ასე ხდება
ხელოვნურად ლიბერალური
ფაშიზმის გავრცელება
საქართველოში. ხშირად
მომყავს ხოლმე სლოვაკეთის
მაგალითი. ჩართეთ რობერტ
ფიცოს 10-წუთიანი ვიდეო, რა
მექანიზმებითაც მუშაობს
სლოვაკეთში ლიბერალური
ფაშიზმი, ზუსტად იგივე
მექანიზმები მოქმედებს
საქართველოშიც. ეს არის
ქართლი კულტურისთვის
სრულიად უცხო მოვლენა“, -
განაცხადა
პრემიერმა.მთავრობის
მეთაურმა უკრაინაში
„ხელოვნური ემოციების
გამოწვევის შედეგად“
განვითარებულ მოვლენებზე
ისაუბრა.„რა მოუტანა ამ
ყველაფერმა უკრაინას?
მაიდნამდე, 2013 წელს, უკრაინა
იყო სახელმწიფო
სუვერენიტეტით,
ტერიტორიული მთლიანობით,
ეკონომიკა ვითარდებოდა,
თითქმის 200 მილიარდი იყო
უკრაინის ეკონომიკა.
სტანდარტული ტემპითაც რომ
გაგრძელებულიყო
განვითარება, მინიმუმ 400
მილიარდი დოლარი უნდა
ყოფილიყო დღეს უკრაინის
ეკონომიკა, შეიძლება
ნახევარ ტრიოლიონსაც
მიეღწია. დღეს უკრაინას
დაკარგული აქვს
ტერიტორიების 20%, ასეთ მძიმე
ვითარებაში მთლიანობაში
მორღვეულია სუვერენიტეტი,
აქვს უმძიმესი ვითარება
ეკონომიკის კუთხით, 400
მილიარდს ვინ ჩივის, 200-ზე
ბევრად უფრო ნაკლებია დღეს
ეკონომიკა. წარმოიდგინეთ,
2013 წლის შემდეგ ნომინალური
ეკონომიკა არათუ ვერ
გაიზარდა, პირიქით,
მნიშვნელოვნად
შემცირებულია.
ინფრასტრუქტურა
განადგურებულია, მათ შორის
ენერგეტიკული
თვალსაზრისით მთლიანად
დაკარგა დამოუკიდებლობა, 20%
არის ოკუპირებული და 100
ათასობით ადამიანი
დაღუპულია, რაზეც
პრეზიდენტი ტრამპიც
საუბრობდა. ეს არის, რასაც
იწვევს ხოლმე გარედან
ხელოვნურად დალაგებული
ემოციები. როგორი
ხელოვნურიც იყო ემოციები
მაიდნის დროს, ასეთივე
ხელოვნური იყო
საქართველოშიც. ეს არის
კოორდინირებული
მოქმედება, რისი მიზანიც
არის ლიბერალური ფაშიზმის
იდეოლოგიურად გავრცელება
ქვეყანაში, მერე მიზანია
ქვეყნის არევა,
ხელისუფლების შეცვლა,
აგენტურის დასმა და ამ
აგენტურის დასმის
შედეგები რაც არის სხვა
ქვეყნებში, ვნახეთ. არ არის
პრაქტიკულად შემთხვევა,
რომ ასეთ მოვლენების
შემდეგ მყისიერად ომში არ
გახვეულიყო ქვეყანა“, -
აღნიშნა პრემიერმა.