ოპოზიცია ძალიან მალე
შეეგუება თავის ბედს და
თებერვალში შეიძლება
შეგვასწრონ პარლამენტში, -
განაცხადა საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ მთავრობის
ადმინისტრაციაში გამართულ
ბრიფინგზე.პრემიერ-მინისტრის
თქმით, დღეს, რუსთაველის
გამზირზე შეკრებილია 800
ადამიანი და ეს არის კიდევ
ერთი დასტური იმისა, რომ
ოპოზიცია არის
გაკოტრებული.„დღეს,
რუსთაველის გამზირზე
შეკრებილია 800 ადამიანი. ეს
არის კიდევ ერთი დასტური
იმისა, რომ ოპოზიცია არის
გაკოტრებული, ოპოზიციას
არაფერი აქვს სათქმელი, მათ
შორის არჩევნებთან
დაკავშირებითაც. მე მგონია,
რომ ოპოზიცია ძალიან მალე
შეეგუება თავის ბედს და
თებერვალში შეიძლება
შეგვასწრონ პარლამენტში“, -
განაცხადა პრემიერმა.