ადგილობრივი
თვითმმართველობის
არჩევნებამდე 5 თვეზე
ნაკლებია დარჩენილი.
არჩევნებისთვის სამზადისი
დაწყებული გვაქვს და
რამდენიმე კვირაში უკვე
ოფიციალურად გავხსნით
საარჩევნო კამპანიას.
პარტია სრულად იქნება
მობილიზებული მე-10
საიუბილეო
გამარჯვებისთვის, რომელიც
იქნება კიდევ ერთი
მნიშვნელოვანი ნაბიჯი
კიდევ უფრო ძლიერი, კიდევ
უფრო წელში გამართული,
კიდევ უფრო განვითარებული
საქართველოსკენ,- ამის
შესახებ„ქართული ოცნების“
ახლად არჩეულმა
თავმჯდომარემ, ირაკლი
კობახიძემ, პარტიის
ყრილობაზე სიტყვით
გამოსვლისას
განაცხადა.ირაკლი
კობახიძის განცხადებით,
„ქართული ოცნების“ გუნდი
მოიგებს მერის და
საკრებულოს არჩევნებს 64-ვე
მუნიციპალიტეტში, რათა
არცერთ მუნიციპალიტეტში,
არცერთი დღით არ შეჩერდეს
განვითარება.„ქართველი
ხალხის მხარდაჭერით, ჩვენ
მოვიგებთ მერის და
საკრებულოს არჩევნებს 64-ვე
მუნიციპალიტეტში, რათა
არცერთ მუნიციპალიტეტში
არცერთი დღით არ შეჩერდეს
განვითარება და სრულად
დავიცვათ საქართველოს
თითოეული მხარის, თითოეული
კუთხის ინტერესები. ჩვენ
გვაქვს მკაფიო
სახელმწიფოებრივი
ამოცანები. ეს არის:
დემოკრატიული სისტემისა
და სამართლის უზენაესობის
კიდევ უფრო განმტკიცება,
საქართველოს
დამოუკიდებლობისა და
უსაფრთხოების გაძლიერება,
ქართული ეკონომიკის
განვითარება, საქართველოს
საგარეოპოლიტიკური
პოზიციების გამყარება,
ევროკავშირში საქართველოს
გაწევრიანება“,- განაცხადა
ირაკლი კობახიძემ.