ეუთო/ოდირის დასკვნიდან
ირკვევა, რომ არჩევნები იყო
თავისუფალი და
კონკურენტული, ეს იკითხება
ეუთო/ოდირის დასკვნის
საერთო შინაარსიდან, მინდა,
კიდევ ერთხელ მადლობა
გადავუხადო ეუთო/ოდირს, -
განაცხადა საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ დღევანდელ
პრესკონფერენციაზე.როგორც
მთავრობის მეთაურმა
აღნიშნა, დასკვნაში
აღნიშნულია, რომ
კანონმდებლობა
მთლიანობაში ქმნიდა
ადეკვატურ ჩარჩოს
დემოკრატიული არჩევნების
ჩასატარებლად.„მინდა,
გაგაცნოთ ის ძირითადი
შეფასებები, რომლებიც
გვხვდება ეუთო/ოდირის
ტექსტში. პირველ რიგში
აღნიშნულია, რომ
კანონმდებლობა
მთლიანობაში ქმნიდა
ადეკვატურ ჩარჩოს
დემოკრატიული არჩევნების
ჩასატარებლად. პარტიების
რეგისტრაცია სათანადოდ
განხორციელდა და
არჩევნები ამომრჩეველს
ფართო არჩევანს
სთავაზობდა. საარჩევნო
სუბიექტებს ჰქონდათ
კამპანიის თავისუფლად
წარმოების საშუალება,
მედია იყო
დივერსიფიცირებული,
არჩევნებისთვის
მომზადების პროცესი
კარგად იყო
ადმინისტრირებული,
საარჩევნო ადმინისტრაცია
არჩევნების ტექნიკური
ასპექტების
ადმინისტრირებას
ეფექტიანად ახორციელებდა,
არჩევნების დღე
მთლიანობაში პროცედურულად
კარგად იყო ორგანიზებული
და მართული, კანონმდებლობა
უზრუნველყოფდა არჩევნებზე
აქტიურ დაკვირვებას
მოქალაქეებისა და უცხოელი
დამკვირვებლებისათვის.
ასევე ეუთო/ოდირს ორივე
მხარემ მიაწოდა
ინფორმაცია იზოლირებული
ძალადობრივი ინციდენტების
შესახებ ანუ საუბარია,
მხოლოდ იზოლირებულ
ინციდენტებზე. დასკვნაში,
როგორც ნებისმიერი
ქვეყნის შემთხვევაში, აქაც
წარმოდგენილია კრიტიკული
შენიშვნები, მათ შორის
საუბარია ხმის
ფარულობასთან
დაკავშირებულ საკითხებზე.
უბნების 76%-ში, სადაც
წარმოებდა დაკვირვება,
ეუთო/ოდირმა ვერავითარი
ხარვეზი ვერ დაადგინა. სხვა
შემთხვევებში იყო
ცალკეული ხარვეზები, რაც
იქნა იდენტიფიცირებული. ეს
უკავშირდებოდა
ბიულეტენების არასწორად
შეყვანას, უბნის
არასათანადოდ მოწყობას,
ე.წ. გაჟონვას,
ვიდეოგადაღებას და ა.შ.
ვიდეოგადაღებაზე მინდა,
შეგახსენოთ, რომ ოპოზიციის
მოთხოვნა იყო,
ვიდეოგადაღება
წარმოებულიყო საარჩევნო
უბნებზე, აქედან
გამომდინარე, რთულია, ეს
საკითხი დარღვევად
ჩაითვალოს. გარკვეული
ხარვეზები იქნა
იდენტიფიცირებული
საჭიროების განხილვის
პროცესში, ასევე ერთ-ერთ
მთავარ პრობლემად იქნა
განხილული პოლარიზაცია,
როგორც პოლიტიკურ
სპექტრში, ასევე მედიაში.
ეს არის ის საკითხები,
რასთან დაკავშირებითაც
ჩვენც გვაქვს შესაბამისი
ინფორმაცია.მთლიანობაში
ეუთო/ოდირის დასკვნიდან
ირკვევა, რომ არჩევნები იყო
თავისუფალი და
კონკურენტული, ეს იკითხება
ეუთო/ოდირის დასკვნის
საერთო შინაარსიდან. მინდა,
კიდევ ერთხელ მადლობა
გადავუხადო ეუთო/ოდირს“, -
განაცხადა ირაკლი
კობახიძემ.