ირაკლი კობახიძე დღეს ყაზახეთის პრეზიდენტს შეხვდება

Primetime.ge 2 თვის წინ 59
ირაკლი კობახიძე დღეს ყაზახეთის პრეზიდენტს შეხვდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი ასტანაში გაგრძელდება. ირაკლი კობახიძე დღეს ყაზახეთის პრეზიდენტს ყასიმ-ჟომართ თოყაევს შეხვდება.გუშინ კი, სამთავრობო რეზიდენციაში შედგა ყაზახეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში საუბარი. განხილვის მთავარი თემები შუა დერეფნის პროექტი, ინვესტიციების ზრდა და ტურიზმის განვითარება იყო.მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ მიმართულებით ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის უფრო გაღრმავდება. აქცენტი გაკეთდა საქართველოს, როგორც ევროპასა და აზიას შორის ციფრულ ცენტრად გადაქცევაზეც."პრიორიტეტი არის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება. პოზიტიურად ფასდება, უმაღლეს დონეზე ის ურთიერთობები, რაც დღეს არსებობს საქართველოსა და ყაზახეთს შორის. ორივე მხარე ვთანხმდებით იმაზე, რომ არის პოტენციალი, არის შესაძლებლობები სხვადასხვა მიმართულებით. ყაზახეთისთვის საქართველო საინტერესო ქვეყანაა. მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა," - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია