იმ გარემოების
გათვალისწინებით, რომ
საქართველო მრავალი წლის
მანძილზე აშშ-სთვის
ნამდვილ სტრატეგიულ
პარტნიორად რჩებოდა და
ამგვარი სტრატეგიული
პარტნიორობის აღდგენის
მზაობას დღესაც
გამოხატავს, ახალი
ადმინისტრაციის დუმილი
როგორც საქართველოს
ხელისუფლებისთვის, ისე
ქართველი ხალხისთვის
გასაკვირია, - აღნიშნულია
წერილში, რომლითაც
საქართველოს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
კობახიძე დონალდ ტრამპს და
ჯეი დი ვენსს
მიმართავს.„ღია წერილი
ამერიკის შეერთებული
შტატების პრეზიდენტს,
ბატონ დონალდ ტრამპს
ამერიკის შეერთებული
შტატების ვიცე-პრეზიდენტს,
ბატონ ჯეი დი
ვენსსრამდენიმე კვირის
წინ, მოგმართეთ წერილით
ქართულ-ამერიკულ
ურთიერთობებთან
დაკავშირებით. აღნიშნულ
წერილს წინ უსწრებდა ჩემი
საჯარო განცხადებები,
სადაც ღიად გამოვხატავდი
საქართველოს მზაობას,
სუფთა ფურცლიდან,
კონკრეტული გზამკვლევით
განგვეახლებინა
სტრატეგიული პარტნიორობა
საქართველოსა და აშშ-ს
შორის. თუმცა, პასუხი ჩვენს
წერილზე და საჯარო
განცხადებებზე დღემდე არ
მიგვიღია. მეტიც, დღემდე
უმაღლეს დონეზე არ
შემდგარა არავითარი
კომუნიკაცია საქართველოს
და აშშ-ს ხელისუფლებებს
შორის.აღნიშნული დუმილი
გასაკვირია ქართველი
ხალხისთვის და
საქართველოს
ხელისუფლებისთვის
რამდენიმე მიზეზის გამო:-
პირველ რიგში, უკვე მრავალი
წელია, საქართველო არის
აშშ-ს ყველაზე საიმედო
პარტნიორი ჩვენს ურთულეს
რეგიონში, რომელსაც
აშშ-სთვის სტრატეგიული
მნიშვნელობა აქვს.
საქართველო მხარში ედგა
აშშ-ს ყველაზე ცხელ
წერტილებში, მათ შორის
ერაყში და ავღანეთში, სადაც
საქართველო ერთ სულ
მოსახლეზე ყველაზე მეტი
ჯარისკაცით იყო
წარმოდგენილი. მხოლოდ ამ ორ
მისიაში მონაწილეობით,
ჩვენმა პატარა ქვეყანამ
აშშ-ს 2.5 მილიარდი დოლარი
დაუზოგა, რაც აშშ-ს
ბიუჯეტიდან
საქართველოსთვის გაწეულ
რეალურ (!) დახმარებას
მრავალჯერ აღემატება
(რეალურ დახმარებაში არ
ვთვლით თანხებს, რომელიც
აშშ-ს ბიუჯეტიდან
ექს-პრეზიდენტ მიხეილ
სააკაშვილის რეჟიმის
გადასარჩენად გამოიყო 2008-11
წლებში, მას შემდეგ, რაც
სააკაშვილმა “დიფ
სთეითის” დავალებით
რუსეთთან ომი დაიწყო;
რეალურ დახმარებაში, ასევე,
არ ვთვლით თანხებს, რომელიც
ამერიკის საელჩოს, USAID-ის,
NED-ის, სოროსის ფონდის და
სხვა არხებით,
საქართველოში
რადიკალიზმისა და
სიძულვილის
გასაღვივებლად,
რევოლუციების მოსაწყობად,
საქართველოს
მართლმადიდებელი ეკლესიის
იმიჯის შესალახად,
რელიგიური ექსტრემიზმის
წასახალისებლად,
სახელმწიფო ინსტიტუტების
დასასუსტებლად, გენდერული
და ლგბტ-პროპაგანდის
საწარმოებლად და სხვა
მსგავსი მიზნებით
გამოიყოფოდა). იმ
გარემოების
გათვალისწინებით, რომ
საქართველო მრავალი წლის
მანძილზე აშშ-სთვის
ნამდვილ სტრატეგიულ
პარტნიორად რჩებოდა და
ამგვარი სტრატეგიული
პარტნიორობის აღდგენის
მზაობას დღესაც
გამოხატავს, ახალი
ადმინისტრაციის დუმილი
როგორც საქართველოს
ხელისუფლებისთვის, ისე
ქართველი ხალხისთვის
გასაკვირია“, - აღნიშნულია
წერილში.