„დიფ სთეითის“
პროპაგანდის მძლავრი ხაზი
მუშაობს ბიძინა
ივანიშვილის წინააღმდეგ,
მიუხედავად იმისა, რომ
გვესმის ბრალდებები
ივანიშვილის პრორუსობის
შესახებ, დღემდე
იოტისოდენა ფაქტიც არავის
წარმოუდგენია, – ამის
შესახებ საქართველოს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
კობახიძე სოციალურ ქსელში
წერს.როგორც კობახიძე წერს,
საქმე გვაქვს გებელსისეულ
პროპაგანდისტულ
მეთოდებთან.„დიფ სთეითის“
პროპაგანდის მძლავრი ხაზი
მუშაობს მმართველი
პარტიის დამფუძნებლის,
ბატონი ბიძინა
ივანიშვილის წინააღმდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ
მთელი ამ წლების მანძილზე
გვესმის ბრალდებები
ბიძინა ივანიშვილის
პრორუსობისა და რუსული
კავშირების შესახებ,
დღემდე ამის
დამადასტურებელი
იოტისოდენა ფაქტიც კი
არავის წარმოუდგენია
საზოგადოებისთვის. საქმე
გვაქვს გებელსისეულ
პროპაგანდისტულ
მეთოდებთან, როდესაც ჯერ
ქმნი მტრის ხატს და შემდეგ
ოპონენტს მასთან კავშირს
აბრალებ. ამგვარ
პროპაგანდას არ სჭირდება
არავითარი ფაქტები.
მთავარია, პროპაგანდა იყოს
ტოტალური და გზავნილი რაც
შეიძლება მეტმა აგენტმა
გაიმეოროს. მადლობა უნდა
გადავუხადოთ ქალბატონ
ტულსი გაბარდს „დიფ
სთეითის“ მხილებისთვის.
საზოგადოებას უნდა
ჰქონდეს სრული ინფორმაცია
იმის შესახებ, რა მეთოდებს
იყენებს ოლიგარქების
არაფორმალური მმართველობა
პოლიტიკური ოპონენტების
დისკრედიტაციისთვის,
რადგან სიმართლით
აღჭურვილი საზოგადოება
სახელმწიფოს სიმტკიცის
უმთავრესი გარანტია“, –
წერს ირაკლი კობახიძე.