ირაკლი კობახიძე: გარკვეულ ძალებს სურდათ ომი საქართველოში და ჩვენ არ გადავდგით ასეთი ნაბიჯი, როგორც ჩანს, ამ ძალებს ახლა სურვილი აქვთ, ამისათვის დაგვსაჯონ, რეალურად მათი რესურსები ძალიან შეზღუდულია

Primetime.ge 1 კვირა წინ 25
ირაკლი კობახიძე: გარკვეულ ძალებს სურდათ ომი საქართველოში და ჩვენ არ გადავდგით ასეთი ნაბიჯი, როგორც ჩანს, ამ ძალებს ახლა სურვილი აქვთ, ამისათვის დაგვსაჯონ, რეალურად მათი რესურსები ძალიან შეზღუდულია
საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, ჩვენ გვაქვს მედიაპლურალიზმი, გვაქვს პოლიტიკური პლურალიზმი, ყველა თვალსაზრისით, 2012 წლის შემდეგ, საქართველომ მიაღწია ფუნდამენტურ პროგრესს დემოკრატიის, ადამიანის უფლებების კუთხით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოში ყველანაირად ცდილობდნენ ხელისუფლების შეცვლას და ეს პროცესები ახლა არ დაწყებულა.„რამდენიმე წელია, აქტიურად წარიმართება ასეთი პროცესები. ჩვენ ასევე ვიხილეთ ძალიან აქტიური ჩარევა ჩვენს საარჩევნო პროცესებში გარედან, რაც უპირისპირდება სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპს. რეალურად საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, ჩვენ გვაქვს მედიაპლურალიზმი, გვაქვს პოლიტიკური პლურალიზმი. ყველა თვალსაზრისით, საქართველომ მიაღწია ფუნდამენტურ პროგრესს დემოკრატიის, ადამიანის უფლებების კუთხით 2012 წლის შემდეგ. თუმცა არიან გარკვეული ძალები, რომლებსაც მოსწონდათ 2012 წლამდე არსებული ხელისუფლება, რომელსაც ჰქონდა უმძიმესი პრობლემები და მათ რატომღაც არ მოსწონთ მოქმედი ხელისუფლება მიუხედავად იმ პროგრესისა, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია წლების განმავლობაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.მისივე თქმით, გარკვეულ ძალებს სურდათ ომი საქართველოში, სურდათ, რომ საქართველო გამხდარიყო მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ.„ჩვენ უნდა დაგვეცვა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები და არ გადავდგით ასეთი ნაბიჯი. როგორც ჩანს, ამ ძალებს ახლა აქვთ სურვილი, რომ დაგვსაჯონ ამისათვის, თუმცა რეალურად მათი რესურსები არის ძალიან შეზღუდული. სამწუხაროდ, ამ ძალებს აქვთ მნიშვნელოვანი გავლენა როგორც ევროკავშირზე, ასევე მოქმედ ამერიკულ ადმინისტრაციაზე. იმედი გვაქვს, რომ მომავალი წლიდან ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად შეიცვლება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი ხდება ამერიკის პრეზიდენტი. ვფიქრობთ, რომ მიდგომები შეიცვლება, ამის ძალიან დიდი იმედი გვაქვს და მიდგომების ცვლილება უნდა აისახოს ევროკავშირზე. ამიტომ გვაქვს ჩვენ ოპტიმისტური მოლოდინები. ასევე ვფიქრობთ, მომავალ წელს უკრაინაში ომი დასრულდება და უკრაინაში ომის დასრულების პირობებში რეალურად ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვნად დამშვიდდება რეგიონი და მოიხსნება არსებითად წნეხი ჩვენს ქვეყანაზეც“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია